ქუთაისში, უნგრული წყლის კომპანიის პრეზენტაცია გაიმართა
თარიღი : 14-04-2016, 14:06 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, უნგრული წყლის კომპანიის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას უნგრეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ადგილობივი თვითმმართველობისა და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლები ეწრებოდნენ.
როგორც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და ქართული მხარისათვის სასარგებლო იქნება მათი გამოცდილების გაზიარება.
,,ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება. გავლილი აქვს ყველა ის საფეხური, რასაც ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ.აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მათი გამოცდილება ჩვენი ქვეყნის საჭიროებებს შევუსაბამოთ,"-აცხადებს საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი გიორგი კობერიძე.
როგორც უნგრეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შანდორ ზაბუმ აღნიშნა, ეს არ არის მისი პირველი ვიზიტი და გამოთქვა იმედი, რომ მომავალი თანამშრომლობა უფრო წარმატებული იქნება.
ბუდაპეშტის წყალმომარაგების კომპანიის მიერ შექმნილი და გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობები, აღიარებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტების მქონე უნიკალური მოწყობილობები.