'ალუბლის ბაღი'-ფონდ 'ქართუს' დაფინანსებით შექმნილი სპექტაკლი ჭიათურის თეატრში
თარიღი : 14-04-2016, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

13 აპრილს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის სცენაზე ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულმა დრამატულმა თეატრმა ანტონ ჩეხოვის პიესის – „ალუბლის ბაღის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. მთავარი გმირის–ლუბოვ რანევსკაიას როლი საქართველოს სახალხო არტისტმა, კოტე მარჯანიშვილისა და მიხეილ თუმანიშვილის პრემიების ლაურეატმა გურანდა გაბუნიამ შეასრულა.
" მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე კლასიკად ქცეული ცნობილი პიესის ძალზე შემოკლებული სცენური ვერსია ვიხილეთ, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ბრწყინვალედ მოახერხა მაყურებლამდე მიეტანა ყველაფერი ის, რისი თქმაც სურდა დიდ მწერალს თავის უკანასკნელი პიესაში. ამაზე მეტყველებს ის ოვაცია, რაც მაყურებელმა სპექტაკლის ბოლოს გაუმართა მსახიობებს. სპექტაკლის დასასრულს გურანდა გაბუნიამ პატივისცემა გამოხატა ჭიათურის თეატრის მიმართ და აღნიშნა, რომ მისთვის ეს თეატრი განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან აქ წლების წინ დედამისი, მსახიობი თამარ მაქაშვილი მუშაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი თამარი გასული საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა ჭიათურის თეატრს სახელგანთქმული რეჟისორი პავლე ფრანგიშვილი უდგა სათავეში, ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახლდათ დასში," - აცხადებენ წარმოდგენაზე მყოფი პირები.
წარმოდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

სპექტაკლი ,,ალუბლის ბაღი” საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ“-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.