Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ არის საშიში ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე გავლა?-ბრალდებები ქუთაისის მერიას

თარიღი : 14-04-2016, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მიმდინარე, გზის დაუსრულებელ სამუშაოებს აპროტესტებს. წულაიამ იმ საშიშ გარემოზეც გაამახვილა ყურადღება, რასაც მოუწესრიგებელი გზა ავტომობილებისა თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ქმნის.
http://topnews.com.ge/photo/news/20160414131030.png


"ქუთაისის ხელისუფლება გადასაყენებლია იმიტომ, რომ არის უნიათო და არის დოყლაპია. მათ არ შეუძლიათ უზრუნველყოს, დააძალოს იმ ფირმას, რომ ეს გზა გააკეთოს თავის დათქმულ ვადებში. 3 თვის განმავლობაში აქ ათობით ავარია მოხდა, ქვა აისხლიტა ავტომობილმა და ბავშვი დააზიანა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გამონაბოლქვი აქ 10-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ბავშვებში კიბოს რისკი არის გაზრდილი. ეს მოსახლეობა უნდა იყოს შეშფოთებული, რომ ასეთ სიტუაციაში აცხოვრებთ მათ ქალაქის მერია,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

მოუწესრიგებელი საავტომობილო გზით უკმაყოფილოა გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი. მათი თქმით, გზების ასეთი მდგომარეობა ბევრ პრობლემასა და დისკომფორტს ქმნის.

"წყლის მილები რომ ჩაყარეს, მის მერე დარჩა ასე. შემდეგზამთარი, მერე გაზახული და არის დისკომფორტი. ქარის დროს აქ ვერც გაივლით, საშინელი სილა მოაქვს. გზა მანქანებისთვის საშიშია,"-განაცხადა გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრებმა მაყვალა ფერაძემ.

ქუთაიის მერია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ბრალდებებზე აცხადებენ, რომ "გოგი წულაიას აბსურდულ განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ჩვენის მხრიდან იქნება არასერიოზული. ყველაფერს თავისი ვადები აქვს. სჯობს დოკუმენტაციას გაეცნოს".

მარუსა ხურციძე


ნანახია: 2184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი წულაია ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აპროტესტებს.
გოგი წულაიამ დღევანდელი ბრიფინგი გუგუნავას ქუჩა #12-ში ამორტიზირებულ კორპუსთან გამართა, სადაც 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში
'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას პირველ შესახვევში
ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ხეების დაზიანებას აპროტესტებს 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს 'თავისუფალი

ამინდი