Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბედნიერება 70 ლარად-გაცნობა-დაოჯახების ცენტრი ქვეყნის დემოგრაფიიის გაუმჯობესებისთვის

თარიღი : 13-04-2016, 18:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი ქვეყნის მოსახლეობას გაცნობა-დაოჯახებაში დაეხმარება. ფონდის მიერ შექმნილი გაცნობა-დაოჯახების ცენტრი მსურველებს ცხოვრების თანამგზავრის პოვნასა და ბედნიერების აღმოჩენას სთავაზობს.

დემოგრაფიული განვითარების ფონდი რამდენიმე წელია რაც შეიქმნა. მისი დაარსების იდეა დავით ხიზანიშვილს ეკუთვნის. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ოჯახის შექმნაში ადამიანების დახმარებაა. აღნიშნული ცენტრი ნებისმიერ ადამიანს მოემსახურება, ვინც ოჯახის შექმნის სურვილს გამოხატავს და დახმარებას ითხოვს. მთავარი მოთხოვნაა, რომ ოჯახის შექმნის მსურველი სრულწლოვანი იყოს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხზე საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრეზიდენტს დავით ხიზანიშვილს ესაუბრა.

როგორც ხიზანიშვილი ამბობს, ცენტრი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ფუნქციონირებს. ქართველმა საზოგადოებამ კი იდეა დადებითად შეაფასა და კარგადაც მიიღო. მისივე თქმით, ცენტრი მომხმარებელს მთლიან ანონიმურობას ვერ სთავაზობს. მისივე თქმით, დაინტერესებულ პირებს უწევთ შემდეგი აქტივობის განხორციელება: ესაა ბლანკის შევსება, სადაც მსურველს შეჰყავს თავისი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, სიმაღლე, ზოდიაქო. ასევე უთითებენ თუ რა ასაკის ადამიანის გაცნობა სურთ და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. ამის შემდგომ ხდება სასურველი პიროვნების მოძიება და ერთმანეთთან დაკავშირება. მოქალაქის მიერ შემოტანილი განცხადება ცენტრში 1 წლის განმავლობაში რჩება და მომსახურების ღირებულება 70 ლარია, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სოციალურად დაუცველები შესაბამისი სახსრების არ ქონის გამო გადასახადებისგან ხშირად თავისუფლდებიან.
http://www.picz.ge/img/s4/1604/13/6/60f1bb94933d.jpg


როგორც ცენტრის მიერ წარმოებული დაკვირვებიდან ირკვევა, ყველაზე მეტად გაცნობა-დაოჯახების კუთხით დაინტერესებას 30-40 წლამდე ადამიანები გამოხატავენ.

როგორც ხიზანიშვილმა აღნიშნა, 2014 წლის ნოემბერში საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა. მოქალაქეთა რაოდენობამ 3 მილიონ 729 ათას 635 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს დაბადებული ბავშვების რაოდენობამ 58 ათას 249-ს მიაღწია. მათ შორის 30 ათასზე ცოტა მეტი ბიჭია და 28 ათასი გოგონა. დავით ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტით ნაკლებია და გაცნობა-დაოჯახების ცენტრის გააქტიურების მიზეზად ესეც შეიძლება ჩაითვალოს.

ამ ეტაპზე, ცენტრი თბილისის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებში არ ფუნქციონირებს, თუმცა როგორც ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მომავალში გაფართოება შესაძლებელია თუ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება და ხელშეწყობა იქნება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 7605-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას და მოსახლეობის კლების მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრეზიდენტი დავით ხიზანიშვილი განცხადებას ავრცელებს.
გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული

ამინდი