Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელს კონკურსს უძღვნის

თარიღი : 13-04-2016, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
,,გაზაფხულს ია ამოდის,“- ასეთია მხატვრული კითხვის იმ საქალაქო კონკურსის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის კულტურის ცენტრში 15 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება. კონკურსის მიზანს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი სიყვარულის გაღრმავება და მათ შორის წარმატებული მკითხველის წარმოჩენა წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ქუთაისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის 40-მა მოსწავლემ გამოთქვა.

ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსის- ,,გაზაფხულს ია ამოდის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს ხუთი წევრისაგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. ჟიურის გურამ საღარაძის ქალიშვილი, მარინა საღარაძე თავმჯდომარეობს. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი, ლელა რაზიკაშვილის დაესწრება.

კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. გამორჩეული ბავშვებისათვის მოეწყობა ექსკურსია ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში ჩარგალში.

ცნობისათვის, ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალია. დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, სოფელ ჩარგალში. გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს.


ნანახია: 2899-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრადიციული საქალაქო კონკურსის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კი დიპლომებითა და ფასიანი
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე, სანდრო ახმეტელის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი
სპეციალური სერვისები"–ს წარმომადგენლებმა საშეშე მერქანი ამჯერად ვაჟა-ფშაველას 67 ნომერში მცხოვრებ მშენიერაძეების ოჯახს გადასცეს.

ამინდი