ქუთაისის მერია 'ქუთაის-ნიუპორტის ასოციაციის' 25 წლის იუბილესისათვის მზადებაში ჩაერთო
თარიღი : 13-04-2016, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მერიის თეთრ დარბაზში უელსის დელეგაცია მიიღო. სტუმრები ქუთაისში ნიუპორტის ასოციაციის მოწვევით იმყოფებიან და მათ მეგზურობას „ქუთაის-ნიუპორტის ასოციაციის“ პრეზიდენტი, პროფესორი მადონა მეგრელიშვილი უწევს. სტუმრობის მიზანს საიუბილეო თარიღის აღნიშვნისათვის მზადება წარმოადგენს.
მიმდინარე წელს, ივნისის თვეში „ქუთაის-ნიუპორტის ასოციაციის“ 25 წელი აღინიშნება. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ადგილობრივი მთავრობა ჩართულია საიუბილეო ღონისძიებათა აღნიშვნის ორგანიზებაში რათა ეს თარიღი მასშტაბური და წარმომადგენლობითი იყოს.
დღესვე მოხდა შეთანხმება, რომ ნიუპორტი ქუთაისს, ინკლუზიური განათლების დარგში გამოცდილებას გაუზიარებს.