სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა,გენდერული თანასწორობა-გაეროს მიზნები საქართველოში
თარიღი : 13-04-2016, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ,,სიდას“ წარმომადგენლებმა გამართეს. პრეზენტაციაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობამ გაეროს 17 მიზნიდან 13 მიზანი შეარჩია, რომლებიც ქვეყნის გამოწვევების მიხედვით განისაზღვრა. აღნიშნული მიზნები სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ქვეყნებს შორისა და ქვეყნის შიგნით უთანასწორობის შემცირებას, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მოიცავს.
აღნიშნული მიზნების განხორციელებაში ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამოქალაქაო საზოგადოება და ბიზნეს სექტორი მონაწილეობენ.
როგორც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მდგრადი განვითარების ყველა მიზანს აქვს ადგილობრივი ხასიათი, ამიტომ აუცილებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად იყოს ჩართული ამ მიზნების განხორციელებაში.
,,ჩვენ ვატარებთ შეხვედრებს რეგიონებში, რაც გვეხმარება იმაში, რომ მოხდეს თითოეული მოთამაშის როლის განსაზღვრა. ეს არის გაეროს მიერ მეგობრული დღის წესრიგი, რომელზეც საქართველომ გამოთქვა ნება, რომ შეარულოს,“-აცხადებს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ქეთევან ბერაძე.
,,ამ ეტაპზე შექმნილია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებისაგან შედგება. პროექტი აუცილებლად იქნება წარმატებული, რადგან მოხდა მიზნების ნაციონალიზაცია. მომავალში არ არის გამორიცხული გადაიხედოს და გაფართოვდეს ეს მიზნები,“- აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მრჩეველი ანა კვერნაძე.
საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც-ახალქალაქში, ბათუმში, გორსა და მარნეულში გაიმართება.
ნათია სვანიძე