თერჯოლის გამგებელმა საბავშვო ბაღები მოინახულა
თარიღი : 13-04-2016, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ნაგარევის, გოდოგნისა და ჭოგნარის საბავშვო ბაღებს ეწვია. ნაგარევის საბავშვო ბაღი, რომელიც გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა, უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილია მცირე სამუშაოები, ბაღში უკვე 19 აღსაზრდელი ირიცხება.
თეიმურაზ ჯაფარიძემ ასევე დაათვალიერა გოდოგნისა და ჭოგნარის საბავშვო ბაღები, ესაუბრა პედკოლექტივს, აღსაზრდელთა მშობლებს და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. გოდოგნის საბავშვო ბაღს ესაჭიროება მუსიკალური დარბაზის მოწყობა, ხოლო ჭოგნარის ბაღი სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.
NS