Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალმომარაგების კომპანიას ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს

თარიღი : 13-04-2016, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი კიკვიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამსახურში აღადგინა. გარდა ამისა, სასამართლომ კომპანიას ქეთი კიკვიძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც დაავალა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში პრესსამსახურის შტატი გასული წლის 12 ოქტომბრიდან, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა.

თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ 20 დღის განმავლობაში სასამართლოსგან დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რისი გაცნობის შემდეგაც გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში.

ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქეთი კიკვიძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი თამთა კახიძე იცავდა.


ნანახია: 2263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან, რეორგანიზაციის შედეგად, კომპანიის სერვის-ცენტრში პრესსამსახურის შტატი გაუქმდა.
ქეთი კიკვიძე დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლდა.
კიკვიძე, რომელიც კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით მეორედ
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ იმერეთისა და ქუთაისის სერვის-ცენტრებში განხორციელებულ საკადრო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების- დავით ცაგარეიშვილისა და
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ქალაქის მერიის პრესსამსახურის თეონა ჭეიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჭეიშვილი სასამართლოსგან,

ამინდი