Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტი არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვის მიზნით

თარიღი : 12-04-2016, 19:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
RICDOG-მა პროექტ „სამოქალაქო პასუხიმგებლობის საბჭო 2“ -ის 40-მდე მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა.

პროექტის მიზანს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვა წარმოადგენდა. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა 7 თვის მანძილზე 3 ძირითად თემაზე-ნარკომანიაზე, ტრეფიკინგსა და ოჯახურ ძალადობაზე იმუშავეს და აღნიშნულ საკითხებზე ორი რეზოლუციაც შეიმუშავეს. პროექტში მონაწილეობას სკოლის მოსაწავლეები, სტუდენტები და 30 წელს ზემოთ მყოფი პირები იღებდნენ.

"პრაქტიკული მაგალითებიდან და იმ უკუკავშირებიდან, რაც მოდიოდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუშაობას შედეგი მოყვა. ამ ბავშვებს უკვე რეაქცია აქვთ ძალადობაზე. მათ ისწავლეს მუშაობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან. მომავალ პროექტებში თემები შეიცვლება, მაგრამ მთავარი-სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება უცვლელი დარჩება,"-განაცხადა RICDOG-ის გენერალურმა მდივანმა გვანცა თოთაძემ.

ორგანიზაცია სექტემბრიდან პროექტის სახეცვლილ, უფრო მოკლევადიან პროექტებსაც განახორციელებს.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 1792-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიზანს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ზრდა, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და არჩევნების პოპულარიზაცია
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ხორციელდება
კლიმატის წვეულების მიზანი იყო მასში ჩართულ პირებს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზე გაემახვილებინათ.
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4

ამინდი