აზერბაიჯანში საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა მოხდა
თარიღი : 12-04-2016, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლები 3-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ,,Aitf- 2016''. გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობა 20 ქვეყნის როგორც ტურისტულმა კომპანიებმა, ასევე სახელმწიფო ორგანოებმა მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობა მოხდა. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს გადაეცათ ინფორმაციული რუკები და ბროშურები. ქუთაისის მერია აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს.