'ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის' ხელმძღვანელი დუბაიში სამუშაოდ წასულ და მოტყუებულ მოქალაქეებს შეხვდა
თარიღი : 12-04-2016, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე ქუთაისის ოფისში დუბაიში სამუშაოდ წასულ და მოტყუებულ მოქალაქეებს შეხვდა.
ტუკვაძემ დაზარალებულებისგან კიდევ ერთხელ მოისმინა ის სქემა, რომლის მიხედვითაც ქუთაისში მცხოვრებმა დიანა სოფრომაძემ იმერეთის მასშტაბით მცხოვრები ასობით ადამიანი მოატყუა.
ცენტრის ხელმძღვანელი შინაგან საქმე სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს და დამნაშავის უმოკლეს დროში დაკავებას მოითხოვს.
"დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი დუბაში მოტყუებით წაყვანილ იმ ადამიანებს, რომელთაც ვინმე სოფრომაძე დუბაიში წაყვანას და მაღალანაზღაურებად სამსახურს დაპირდა. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ქალბატონი თაღლითი აღმოჩნდა და ათობით ადამიანი მოატყუა. მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უმოკლეს დროში დააკავონ ეს ადამიანი და აგებინონ პასუხი კანონის სრული დაცვით,"- აცხადებს "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე.
დაზარალებულების თქმით, თუ უმოკლეს დროში მათ კუთვნილ თანხას არ ჩაურიცხავენ, ისინი პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ.
topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს.