Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის ქველმოქმედება-ახალი ინვენტარი საბავშვო ბაღს

თარიღი : 12-04-2016, 15:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
კოპიტნარის საბავშვო ბაღს, რომელშიც იძულებით გადაადგილებული ბავშვები სწავლობენ, ახალი ინვენტარი გადაეცა.

პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბაღი ინვენტარით აღიჭურვა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში'' (PIN) კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ ,,სოხუმთან" თანამშრომლობითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის- "ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების" მთავარი მიზანი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთა საზოგადოებრივი და კულტურული ინტეგრაციისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაა. მისი საერთო ღირებულება 6 000 დოლარს შეადგენს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 საბავშვო ბაღის- #1, #2 და კოპიტნარის ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვას მოიცავს.

,,PIN -ის მთავარი მიზანი არის დევნილთა პრობლემების წამოწევა და მათთვის სოციალურ-კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ეს პროექტი,"- აცხადებს პროექტის კოორდინატორი სოფია გოდოლაძე.

,,ჩატარდა კვლევა იმის შესახებ, თუ რა იყო ბაღების მთავარი საჭიროება. შერჩევა შემდეგი პრინციპით მოხდა: ბაღი უმეტესად დევნილთა აღსაზრდელებით უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული. პროეტის შემდეგი კომპონენტი არის ვორკ-შოპები და და დევნილთა პრობლემების ადვოკატირება,"- აცხადებს ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელი თეა გოლეთიანი.

,,გადმოგვეცა სხვადასხვა ინვენტარი: საბავშო სკამები, საბავშვო მაგიდები, ასევე მასწავლებლის მაგიდები, კარადები სათამაშოებისა და წიგნებისათვის. შეძენილია ფერადი ინვენტარი, რომელიც ახალისებს ბავშვის განწყობას,"-აცხადებს წყალტუბოს ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველის მოადგილე ნინო კუჭუხიძე.

,,კიდევ ერთი კეთილი საქმე გაკეთდა წყალტუბოს რაიონში. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზაციებს ამ პროექტის განხორციელებისათვის. როგორც ვიცით, იმერეთის რაიონისათვის საბავშვო ბაღები პრიორიტეტია,"-აცხადებს იმერეთის პირველი ვიცე- გუბერნატორი პაატა ნადირაძე.

როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი ამბობს, უახლოეს მომავალში დაიწყება ბაღის რემონტი. მისივე თქმით, ბაღი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და მის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსვლას ელოდებიან.

პროექტი 2015 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 959-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ახალგაზრდული არტ-კლუბი გაიხსნა.
პროექტს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში'' (PIN) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.
100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალ სასწავლო წელს სავარაუდოდ ახალი შენობით შეხვდება
აღნიშნულ სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მოსახლეობა ათეული წლების განმავლობაში ითხოვდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია დასრულდა.
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი