Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

500 წლიან მეფეთა სასახლეში მალე 'არგო' შემოცურდება

თარიღი : 12-04-2016, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, „ოქროს ჩარდახის“ ის ეზო, რომელიც საუკუნეების მანძილზე მრავალი მეფის საცხოვრებელი და რეზიდენცია იყო, დღეს ისტორიულ საწყისს უბრუნდება, თუმცა მის ტერიტორიაზე უკვე არა სამეფო ინტერესების, არამედ კერძო ბიზნესის საქმიანი თათბირები გაიმართება. ქართველი დიდგვაროვანი მეფეების შემდეგ ტერიტორიას შ.პ.ს „ანასტასია“ აითვისებს, რომელიც ადგილზე თანამედროვე, ჩვენი საუკუნის შესაბამის ლხინსა და მეჯლისებს გამართავს.
"ოქროს ჩარდახის" ტერიტორიაზე მშენებლობის საკითხი საზოგადოებაში მწვავე განხილვის საგანი რამდენიმე დღის წინ დადგა, როდესაც ისტორიულ „ოქროს ჩარდახის“ ეზოში კაფე „არგოს“ საძირკვლის გათხრა დაიწყო.

ისტორია კი ასეთია: 2010-2013 წლებში ერთ-ერთი სკვერის- „სამი ოთარის“ მიმდებარე ტერიტორის სარგებლობის უფლება გაცემულა. საკითხი მემკვიდრეობით შემდეგ მთავრობას გადასცემია, 2014 წელს საზოგადოებისა და მესამე სექტორის უკმაყოფილებისა და ცივი პოზიციის შედეგად, იმ დროს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია კეთილი ნებით შეწინააღმდეგებიან სკვერში რაიმეს მშენებლობას და ასე მოძებნილა შ.პ.ს „ანასტასიასთვის“ მშნებლობისთვის ალტერნატიული ფართი „ოქროს ჩარდახის“ ტერიტორიაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის დაწყებიდანვე მალევე შეიკრიბნენ და წამოწყება გააპროტესტეს. გააპროტესტეს მისი მდებარეობის გამო. „შეჩერდეს „ოქროს ჩარდახის“ მშენებლობა და შემდგომ მოხდეს სკვერის რეაბილიტაცია", -სწორედ ამ მოთხოვნებით მიმართა 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისის მერიას და მათგან კაფეს ასაშენებლად გაჩუქებული მიწის ქალაქის ისტორიულ კუთვნილებაში დაბრუნება მოითხოვა.

საპასუხოდ მერიამ განაცხადა, რომ კაფის მშენებლობის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არის შეთანხმებული და მშენებლობა მდინარე „რიონის“ სანაპირო ზოლს ზიანს არ აყენებს. ქუთაისის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას არა ისტორიულ ადგილზე კაფის მშენებლობაზე, არამედ საქმეში პოლიტიკურ სარჩულებზე ამახვილებს. „ამ თემით სპეკულირება მიგვაჩნია პოლიტიკურად მართულ პროცესად. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებები კი ცილისმწამებლურია. მით უფრო ზოგიერთი ორგანიზაცია ვინც ოპონირებას გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ პირმშოა, ხოლო „სამი ოთარის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია კი სწორედ მათი პარტიული წევრების მიერ გაიცა, სარგებლობის უფლებით," -ნათწვამია მერიის განცხადებაში.

პოლიტიკურ სარჩულებზე ნაკლებად, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ყურადღებას კანონზე ამახვილებს, რომელიც მათი თქმით, სახელმწიფოს ნებართვით დაწყებულ მშენებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის. "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ძეგლთა დაცვისა და წყალდაცვით კანონზე საუბრობს. მისი თქმით, გეოლოგიურად ტერიტორია მშენებლობისთვის შესაფერისი არ არის. ბარათაშვილი 7 წლის წინ მოხმდარ, აღნიშნული ტერიტორიის დატბორვის ფაქტსაც იხსენებს და მის განმეორებას არ გამორიცხავს.

"არსებობს კანონი, სადაც განსაზღვრულია, რომ ისტორიული ძეგლიდან 50 მეტრის არეალში მშენებლობა აკრძალული არის. არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მდინარეების სანაპიროებზე რაიმეს მშნებლობას საფრთხის გამო. იქ არის მიწაყრილი, სადაც ხელოვნურად გაკეთებული კედელია. ჩვენ ვაკვირდებოდით და ნებართვის გაცემამდე უსაფრთოების მიზნით გეოლოგიური შემოწმება ტერიტორიაზე არ მომხდარა," - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

ქუთაისის მერიაში კი საპასუხოდ აცხადებენ, რომ რადგან მშენებლობის ნებართვა გაიცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შემოწმებული და გათვლილია.

მერიის პოზიციის მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი შეჩერებას არ აპირებს. მათი პოზიციის მეტი დამაჯერებლობისათვის არასამთავრობოებმა ქუთაისში გამოკითხვაც ჩაატარეს.
"ჩვენი კვლევების მიხედვით, ქალაქში გამოკითხული 60 ადამიანიდან აბსოლუტური უმრავლესობა „ოქროს ჩარდახის“ ეზოში მშენებლობის წინააღმდეგია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მანიფესტიც გამოაქვეყნეთ და აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის წინააღმდეგ ხელმომწერებს ვაგროვებთ. ყოველი ხელმოწერისას წერილი შედის მერიის მეილზე. 437 წერილი რომ შეუვა მერიას, მე მგონი უნდა მიხვდნენ, რომ საქმე ისე არაა მაშინ, როდესაც ეს არის ის ხელისუფლება რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისას იძახდა, თითოეული ადამიანის აზრი მნიშვნელოვანიაო," - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

საკითხზე მსგავსი შეხედულებისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივანი გვანცა თოთაძეც. თოთაძე ყურადღებას მის მოქალაქეობრივ უფლებებზე ამახვილებს.

„მოქალაქეები უნდა ვიყოთ საქმის კურსში და ჩვენც უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ჩვენთვის განკუთვნილ დასასვენებელ სკევრში რაიმე ჩადგან თუ არა. ამ ტერიტორიას აქვს თავისი ისტორიული დატვირთვა და თითოეული მოქალაქე სტატუსებისა და პოლიტიკური ინტერესების გარეშე, ვალდებულია დაიცვას კულტურული ძეგლები და ტერიტორიები. ქუთაისში მაცხოვრებლები ველოდებით რეაგირებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან და არა უმოქმედობას. რეაგირებას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არა შეფასებებს ვინ რისთვის და რატომ საუბრობს ამ თემაზე,"- აცხადებს გვანცა თოთაძე.

სანამ ქუთაისის მერია 437 წერილის ქარ-ცეცხლშია გახვეული, უპასუხოდ დარჩენილი მოქალაქეები კი ისტორიული ძეგლის დაცვას ითხოვენ, მანამ მშენებლობა გრძელდება, იატაკს ნიჩბები ემატება და "არგოც" მალე „ოქროს ჩარდახის“ პორტში დაიდებს ბინას.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 3436-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეჩერდეს 'ოქროს ჩარდახთან' მიმდინარე მშენებლობა - ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფიგი გამართეს. 'ევროპა ჩვენი
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლიას' დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილსა და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სკვერში არსებული მდგომარეობა მძიმეა და ის პარკირებისთვის გამოიყენება.
მშენებარე კაფე ,,არგო"-ს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მერია კიდევ ერთხევ ეხმიანება
ისინი 'ოქროს ჩარდახთან' მიმდინარე მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ.
'ასეთ ადგილებს მხოლოდ ხელისუფლების წარომადგენლები ყიდულობენ და არა უბრალო მოკვდავები'

ამინდი