ღია ცის ქვეშ დარჩენილი 6 სულიანი ოჯახი, რომელთაც სოაციალური დახმარება შეუწყვიტეს
თარიღი : 12-04-2016, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ლილუაშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. 6-სულიანი ოჯახი, რომელშიც 4 მცირეწლოვანი ბავშვია, 4კვ.მ. მოცულობის ქოხში ცხოვრობს.
ქოხში მცხოვრები მამაკაცის, გიორგი ლილუაშვილის თქმით, საცხოვრებელი სახლი ზამთარში დაენგრათ, რის შემდეგადაც ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
"ოთხი შვილი მყავს, ორი სკოლაში დადის. ერთი 2 წლისაა, ერთი კიდევ სამი თვის. მთელი დღე ეზოში ვართ, რადგან 4 კვ.მ. ქოხში 6 სულიანი ოჯახი პრაქტიკულად ვერ ვეტევით. ღამე კიდევ ჩემ აწყობილ ქოხში შემყავს ბავშვები. სულ ვლოცულობ, რომ ძლიერმა ქარმა არ დაუბეროს და ქოხი არ წააქციოს. გთხოვთ ვინემ დამეხმარეთ,"- აცხადებს გიორგი ლილუაშვილი.
მძიმე სოციალურ პირობებს ისიც ემატება, რომ ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს, რის გამოც ოჯახი პურსაც ვერ ყიდულობს.
"არ ვიცი რა მიზეზით, თუმცა დახმარებაც შეგვიწყვიტეს. 6 სულიანი ოჯახი შიმშილით სულს ვღაფავთ და რატომ ჩათვალა აგენტმა, რომ დახმარება უნდა შეეწყვიტა არ ვიცი. 4 შვილი მყავს აქედან ერთი 3 თვისაა, რომ ტირის ვიცი რომ შია, მაგრამ პურის ნატეხიც კი არ მაქვს, რომ მივაწოდო. როცა ბავშვებს ვაძინებ, მთელი ღამე ვტირი, რა დავაშავეთ ასეთი არ ვიცი,"-ამბობს ეკა ლილუაშვილი.
ბაღდათის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის თქმით, გამგეობა მზადაა ოჯახს დროებით საცხოვრებელი სახლი დაუქირაოს, რაც შეეხება ერთჯარეად მატერიალურ დახმარებას გამგეობაში ამბობენ, რომ ოჯახს უკვე დახმარნენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ნინო ჭიღლაძის თქმით, აპრილის თვეში ოჯახს სოციალური დახმარება აღუდგება.