Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ქალბატონის ღია წერილი ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას

თარიღი : 12-04-2016, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ქალბატონი საქართველოს დღევანდელ, ყოფილ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ღია წერილით მიმართავს.

ქალბატონის თქმით, დღეს ქვეყანაში გაუსაძლისი პირობებია, რის გამოც აუცილებელია ქვეყნის სათავეში მოვიდეს პარტია, რომელიც იფიქრებს ხალხზე და არა იმაზე, ვინ სად და როგორ დაისვენოს.

ქალბატონის მიერ topnews.com.ge-ს რედაქციაში მოტანილ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"თქვენ ისე არ გააკეთოთ, პუტინი და ჰიტლერი სანატრებელი გაუხადოთ ხალხს. ჰიტლერი ვისაც დატოვებდა ცოცხალს, დაბანდა მაინც, საპნის ფულს მისცემდა, რომ საზოგადოება, რომელიც მისთვის მოსაწონი იქნებოდა, არ აქოთებულიყო. თქვენ, პატივცემულო პარლამენტარებო! თქვენთვის რომ დაეძებთ თბილწყლიან კომფორტულ ბინას, საზოგადოებას ამ დროს პურის ფული არ აქვს. თუნდაც რატომ არ გეცოდებათ გლეხი, ტრაქტორს მაისის ბოლოს რომ მიახმართ, თქვენი ჭკუით არ დააგვიანდა თესვას? ამ დროს ორჯერ ჰქონდათ გათოხნილი, თქვენ რას დაეძებთ. მერედა, ვინ უსაღებთ საწყალ გლეხებს მოწეულ მოსავალს და კი არიან ეიფორიაში. რას ელოდონ, წლები გადის და მათთვის კი არაფერი იცვლება, უარესობისკენ მიდიან. ყველას უნდა ექიმი ან იურისტი გამოვიდეს, არადა მიწას მაგენი კი არა სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც გამოიკვლევენ რისი დანაკლისი და საჭიროება აქვს, რომ დაეხმარონ. ვინ გააკეთა როდესმე სინჯი ჩვენს მიწებზე, კერძოდ იმერეთში. დაიძახებდნენ ჭიშკართან, არიქა! სასუქი მოვიდა. თეთრი კი იყო და რა შემადგენლობა ჰქონდა ამ ფხვნილს, ნაკლებად აინტერესებდა ყველას. გვალვებია და საირიგაციო სისტემა მარტო გაზეთის ფურცლებზეა, საიდანაც წყალს ვერ მოიხმარ... შეიცოდეთ გლეხი, რომლის დაკოჟრილი ხელები გარჩენთ. მოვა დრო და ფულსაც მისცემთ, კიდეც შეეხვეწებით და გამკეთებელი აღარ იქნება ვინმე. ამდენი ექიმი და იურისტი დასჭირდა ჩემს მტერს. ერთ კაცზე სამი იურისტი და 5 ექიმი მოდის. ხალხო! ვიღუპებით. მოგწყინდებათ საზღვარგარეთ გრიალი. დაგიძახებთ მშობლიური, გვალვიდან ნაპრალებად ქცეული მიტოვებულ-მისუსტებული ბაღ-ვენახები და მერე თქვენ თვითონ ინანებთ იქ, იმ რიჟა გერმანიაში სირბილს აქ მოგვეხედა ჩვენი ქვეყნისთვისო, რაც სამწუხაროდ დაგვიანებული იქნება. ამხელა მთავრობა რად გვინდა, 7 კაცი დავრჩით და ვისღა ეუფროსებით. ვინც ფეხზე იდგა გაიქცა და მოხუცებს პამპერსებს უცვლის. რაც შეეხება კაცებს, რუსის ქალებს ურეცხავენ სარეცხს სახლში რომ შეუშვან და ღამე გაათევინონ. რაც შეეხება დემოგრაფიულ ფონდს, ის ხალხი მრავლდება, ვისაც აბორტის ფული არ აქვთ და მერე გაჩენილ შვილს აბორტზე მეტი არ უნდა?! ეს ბავშვები თქვენი შვილების, ამხანაგები, მეგობრები, მეზობლები, თანაკლასელები, თანაკურსელები, საცოლეები და საქმროები იქნებიან აუცილებლად. რატომ გინდათ თქვენს გაზულუქებულ ინტელექტულურად გაზრდილ შვილებს ასეთ სულიერად და ხორციელად გატყაულ საზოგადოებასთან მოუწიოს თანაცხოვრება? ანუ ახლა მოდაში რომ შემოიტანეს სიტყვა "კოჰაბიტაცია". ყველანი მივდივართ, არავინ შევაბერდებით სამუდამოდ სამყაროს, ტყუილად გიჭირავთ თვალი ევროპულ განათლებაზე. საქართველოს ტრადიციით და ზნე-ჩვეულებით ევროპასა და ამერიკასაც უსწრებს. თქვა კიდეც თიანეთში ერთმა ამერიკელმა, რომელიც მუდმივად დასახლდა საქართველოში. თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. არ გინდათ პანტა, დარჩით ჩვენთან, ჩვენი ავაყვავოთ,"- ნათქვამია ქალბატონის ღია წერილში.


ნანახია: 2307-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსახლეობა განმარტავს, რომ ვისაც ფული აქვს, წყალს ყიდულობს, ხოლო ვისაც წყლის ყიდვა არ შეუძლია, წვიმას ელოდება.

ამინდი