'ყველაზე ლამაზი და მოვლილი ეზო', - კონკურსი ქუთაისში
თარიღი : 11-04-2016, 21:39 | კატეგორია: ახალი ამბები

„ყველაზე ლამაზი და მოვლილი ეზო,“-ასეთია იმ კონკურსის სახელწოდება, რომელიც ქუთაისში, ვაკისუბნის ტერიტორიაზე არსებულ კორპუსებს შორის მიმდინარე წლის 11-16 აპრილს, ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლების ინიციატივით გაიმართება.
"კონკურსის მიზანია სტიმული მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობისა და გალამაზებისათვის," - აცხადებენ ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში.
გამარჯვებული კორპუსების ამხანაგობებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.