Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყვავილების მეორადი ბიზნესი-ხდება თუ არა საფლავებიდან აღებული ყვავილების რეალიზაცია?

თარიღი : 11-04-2016, 20:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში ყვავილების გაყიდვა ბიზნესის ახალ სფეროდ იქცა. ნელ-ნელა ტრადიციული ბაზრობების პარალერულად, ყვავილების ახალი მაღაზიები იხსნება. ასევე, ბოლო დროს პოპულარული გახდა ყვავილების ონლაინ მაღაზიების მეშვეობით შეძენა. მიუხედავად ახლად გამოცოცხლებული ბიზნესისა, ყვავილების ტრადიციულ ბაზრობებს მომხმარებელი არასდროს აკლდა. ქუთაისშიც მრავლადაა ყვავილების ბაზრობები. გამყიდველების თქმით, მოთხოვნა ძირითადად იმ ყვავილებზეა, რომლებიც მომხმარებლებს პანაშვიდებსა თუ დაკრძალვებზე მიაქვთ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ყვავილების ჩუქების კულტურა შედარებით უცხოა.

ბოლოს დროს, აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ყვავილების გამყიდველები ქუთაისში მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის მოტყუებაზე არიან ორიენტირებული. მოქალაქეები ყვავილებით მოვაჭრეებს უკვე გაყიდული და საფლავებიდან აღებული ყვავილების რეალიზაციაში ადანაშაულებენ. ასევე, აქტიურად მიდის საუბარი იმაზეც, რომ თაიგულების შეკვრაში გამოყენებული ყვავილები ყვავილის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ფურცლისაგან არის შეკერილი.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს ერთ-ერთ მომხმარებელი დაუკავშირდა, რომელმაც ყვავილების გამყიდველები აფიორაში- კერძოდ, თაიგულის შემადგენლობაში შემავალი ყვავილების ტუალეტის ქაღალდებისაგან და ყვავილის რამდენიმე ფურცლისაგან დამზადებაში დაადანაშაულა.

Topnews.com.ge-მ ჭავჭავაძეზე მდებარე ყვავილების ბაზრობა დაათვალიერა და გამყიდველებს აღნიშნული ბრალდებების შესახებ ესაუბრა. როგორც ისინი განმარტავენ, ეს ბრალდება უსაფუძვლოა და მომხმარებელს არ ატყუებენ. მათივე თქმით, ყვავილები ან თურქეთიდან შემოაქვთ ან ადგილზე გამოჰყავთ, შესაბამისად მათი ფასი მაღალია. რაც შეეხება თაიგულებს, ყვავილების რეალიზატორები ადასტურებენ იმას რომ, თაიგულში ყვავილები ხელოვნურადაა აწყობილი, თუმცა არა ქაღალდის გამოყენებით.

როგორც ყვავილებით მოვაჭრეები ამბობენ, მომხმარებლებმა ზუსტად იციან რას ყიდულობენ, რადგან ხარისხიანი ვარდის ფასი ცალობით 5 ლარია, მაშინ, როდესაც ვარდებისაგან აწყობილი თაიგულის მთლიანი ღირებულებაც 5 ლარს შეადგენს. მათივე თქმით, შესაძლოა ვინმე დაკავებული იყოს მსგავსი ქმედებებით, თუმცა ეს აღნიშნულ ობიექტზე არასდროს მომხდარა.

რაც არ უნდა ითქვას, ყვავილების ბიზნესი აქტიურ ფაზაში შედის, რასაც როგორც გამყიდველები ამბობენ, ,,ჭირის დღეებთან'' ერთად სხვადასხვა დღესასწაულების, მათ შორის 3 და 8 მარტის არსებობაც აშკარად ხელს უწყობს.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2086-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე გაიყიდება როგორც ყვავილები, ისე სუვენირები.
ღონისძიება 21 სექტემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ყვავილები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად რჩება. უმრავლესობის აზრით, ყვავილების ჩუქებას მიზეზი არ ჭირდება. იმის
მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვის ცენტრის თანამშრომლებმა სკვერში ჰიბრიდული ჯიშის ყვავილების, ბეგონიებს და
აქციის მიზანია კომპანიებმა საკუთარ თანამშრომლებს მეტი პოზიტივი, დადებითი განწყობა და სასიამოვნო სამუშაო გარემო შეუქმნან.
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე სულ 53 ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი გასცა.
შტაბის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოლებენ, არამედ მათ წინააღმდეგაც ვინც პორტირებულები არიან “ქართულ

ამინდი