Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაციონალები' 20 კაციან პროპორციულ სიაში 3 მანდატს იმერეთში მცხოვრებ პარტიის ლიდერებს აძლევენ

თარიღი : 11-04-2016, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალურ მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში პროპორციულის სიის პირველ 20 კაცში 3 მანდატს იმერეთში მცხოვრებ პარტიის ლიდერებს აძლევს.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს წყარომ განუცხადა, სიის მე-5, მე-9 და მე-19 წევრები იმერეთში მცხოვრები ყოფილი ხელისუფლების ლიდერები იქნებიან.

წყაროს ინფორმაციით, მე-5 და მე-9 წევრები აკაკი ბობოხიძე და გია თევდორაძე იქნებიან, ხოლო პარტიის გადაწყვეტილებით, სიის მე-19 ნომერი აუცილებლად იმერელი ქალბატონი უნდა იყოს.

არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" პროპორციული სიით სწორედ 20 დეპუტატის გაყვანას ვარაუდობს.

ინფრომაციის გადასამოწმებლად topnews.com.ge საპარლამენტო უმცირესობის წევრს გია თევდორაძეს დაუაკვშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი ამ დროისთვის არაფერია.
.
"ჩვენი პროპორციული სიის შედგენა დამოკიდებულია რეგიონულ კვოტირებაზე და შიდაპარტიულ არჩევნებზე, რომელიც დემოკრატიული პრინციპით გაიმართება. გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ქალი ნამდვილად იქნება ჩვენს სიაში. რაც შეეხება წარმომადგენლებს იმერეთიდან, აკაკი ბონოხიძე გამოცდილებით პირველია იმერეთიდან და მეც გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება მაქვს,"-განაცხადა გია თევდორაძემ.


ნანახია: 2418-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, 'ნაციონალური მოძრაობის' შიდა პრაიმერი მიმდინარეობს.
ქუთაისში მოძრაობის სიის პირველი ნომერი ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე იქნება.
ათეულში პირველ ადგილზე კვირიკაშვილია.
საკრებულოში წინა მოწვევის დეპუტატებიც მოხვდნენ
წყალტუბოს ქართული ოცნების ორგანიზაციამ ცენტრალურ ოფისში არჩევნებისთვის პარტიული სიები გააგზავნა
მმართველმა გუნდმა პარტიული სია გაასაჯაროვა.

ამინდი