'მუშტების ქნევის ნაცვლად ქალის სითბო უნდა იყოს პარლამენტში'
თარიღი : 11-04-2016, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები

,,მუშტების ქნევის ნაცვლად, ქალის სითბო უნდა იყოს პარლამენტში,“- აღნიშნულ განცხადებას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აკეთებს. წულაიასთან შეხვედრა ახალი კამპანიის- ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
შეხვედრებს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" და ,,გენდერის მედიაცენტრი" ახორციელებს.
როგორც ქუთაისის ,,გენდერის მედიაცენტრის" დირექტორი ქეთი ბერძენიშვილი ამბობს, კამპანიის მთავარი დანიშნულებაა ის, რომ პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციებს გენდერის თემაზე თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება მიეცეთ. კამპანიის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმაზეც ისაუბრებენ რამდენად საჭიროდ თვლიან ისინი ქალთა გააქტიურებას პოლიტიკაში.
,,ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არის საინტერესო საქმე. როცა ქალებს გენდერზე გვაქვს პრეტენზია, უნდა ვიყოთ აქტიურები პოლიტიკაში. მე მოვუწოდებ ქალებს,რომ აქტიურად ჩაერთონ ამ საქმიანობაში,“- აცხადებს პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი ნინო დოლიძე.
გოგი წულაიამ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, ქალებს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელს უშლის. ერთ-ერთ მიზეზად წულაია იმ ტრადიციებს ასახელებს, რაც ქალის ოჯახის მიმართ მიჯაჭვულობაში გამოიხატება.
წულაიამ ისიც განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ერთი-ერთზე კვოტირების შემოღებას და თვლის, რომ ეს ხელოვნურობაა.
,,ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ ქალებს ვუთხრათ, ჩვენ, მამაკაცები თქვენზე მეტნი ვართ. ჩემი აზრით, ეს უფრო დამამცირებელია,“- აცხადებს წულაია.
როგორც მედიაცენტრის წარმომადგენელი ამბობს, ეს არის შეხვედრების სერია, რომელიც ყოველ კვირას გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პირველ რიგში ქალი წარმომადგენლები მიიღებენ.
ნათია სვანიძე