Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თბილისის მერია ქუთაისის მერიას გამოცდილებას გაუზიარებს

თარიღი : 11-04-2016, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის, თბილისის და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ერთიანი ელექტრონული სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტს ხელი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, დედაქალაქის მერია ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გამოცდილებას ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების მიმართულებით გაუზიარებს.

,,მემორანდუმი მოიცავს ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის არქიტექტურის, ზოგადად გეოსაინფორმაციო სისტემებში იმ ყველაფრის დატანა, რა მომსახურებასაც ახორციელებს ქალაქი ქუთაისი. ძალიან კარგად არის ეს ელექტრონულად დანერგილი ქალაქ თბილისში. რომ არ დაგვეხარჯა დიდი თანხა, ქალაქ თბილისის მერიამ შემოგვთავაზა, რომ ის უფასოდ გადმოიტანს ქუთაისში ამ პროგრამას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა," -განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 4797-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ უკრაინის ქალაქ უგლედარის მერთან ალენ შირინსკთან ურთიერთთანამშრომლობის
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ელექტრონული სისტემა მართვის პროცესს გააადვილებს.
ქუთაისში ჩინეთის შანდონგის პროვინციის დელეგაცია იმყოფებოდა.

ამინდი