ქვეყანა, რომელიც სტუდენტებს დასაქმებისა და საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს

ზაფხულის სეზონზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმების პროგრამით უამრავი სტუდენტი მიემგზავრება. ერთ–ერთი ქვეყანა, რომელზეც სტუდენტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა, გერმანიაა. გერმანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს საზაფხულო, სტუდენტურ დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს, მათ შორის დასუფთავების სამსახურში, მაკდონალდსის ქსელში, მერსედესისა და აუდის ფირმებში, სავაჭრო ცენტრებსა და ბარ–რესტორნებში მინიმალური ანაზღაურებით 8,50 ევრო საათში. სამუშაო საათების რაოდენობა დღეში დაახლოებით 8 საათს მოიცავს. სამსახურების გარკვეულ ნაწილს დასაქმებულისათვის ბინით უზრუნველყოფა და 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემდეგ დამატებითი სამუშაო საათებისთვის დამატებითი ანაზღაურებაც აქვს გათვალისწინებული.
იმისათვის, რომ აღნიშნულ პროგრამაში მოხვდეთ, აუცილებელია იყოთ სტუდენტი (წარადგინოთ სტუდენტის ცნობა) და მინიმალურ დონეზე ფლობდეთ თქვენთვის სასურველი ქვეყნის ენას.
სტუდენტებისათვის განკუთვნილ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად topnews.com.ge ქართულ–გერმანულ ცენტრის ხელძღვანელს ნანა მეგრელიშვილს დაუკავშირდა. როგორც ირკვევა, ქუთაისიდან გერმანიაში ასობით სტუდენტი აპირებს წასვლას, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არა მხოლოდ საქმდებიან, არამედ სწავლობენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, საკუთარი თავის რეალიზაციას, ენას და ეცნობიან სხვადასხვა მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა კულტურას.
„დღესდღეობით პროექტს, რასაც ჰქვია საზაფხულო დასაქმება სტუდენტებისთვის, მხოლოდ გერმანია ახორციელებს. სტუდენტები იქ წასვლით იხდიან საკუთარი სწავლის გადასახადს, მოგზაურობენ სხვადასხვა ევროპის ქვეყანაში, ეცნობიან სხვა ქვეყნების სტუდენტებს და მათ კულტურას, იქიდან დაბრუნებულები კი აბსოლუტურად სხვანაირები ჩამოდიან-უკვე დამოუკიდებლები, რეალიზებულები და უფრო მიზანსწრაფულები," - აცხადებს ნანა მეგრელიშვილი.
როგორც ცენტრში აცხადებენ, პროგრამა 2007 წლიდან მოქმედებს და მასში ჩართვა ნებისმიერი-სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია. პროგრამაში მონაწლეობის საფასური დაახლოებით 800–900 ევროს შეადგენს. აღნიშნულ თანხაში ავიაბილეთების ღირებულება (ორივე გზა), საელჩოს მოსაკრებელი, ცენტრის ანაზღაურება და საჭიროების შემთხვევაში ბინის 1 თვის გადასახადი შედის.
„დღესდღეობით გერმანული ენა საკმაოდ პოპულარული გახდა, ვიდრე წლების წინ იყო და პროექტში ჩართვაც საკმაოდ ბევრ სტუდენტს სურს. ცუდი ისაა, რომ გერმანული ენის შესწავლას გვიან იწყებენ. სკოლიდანვე რაღაც ცოდნა რომ ჰქონდეთ, მაშინ უკეთესი შედეგიც გვექნებოდა,"-აცხადებს ნანა მეგრელიშვილი.
მირიან გოგებაშვილი