რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანისამოსი და რატომ უნდა ვერიდოთ მის გამოყენებას?

მეორადი ტანსაცმლის, იგივე second hand-ის შეძენა დღეს ქართველი მომხმარებლისათვის ჩვეეულ მოვლენად იქცა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა თუ გარეუბნებში განთავსებულ მეორადის მაღაზიებს მომხმარებლები არასდროს აკლია. აქ ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ასაკისა თუ სქესის წარმომადგენლებს.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის რამდენიმე მცხოვრებს გაესაუბრა, რომლებმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს და მეორადი ტანსაცმლის შესახებ მათი აზრი მოისმინა.
,,მეორადი ტანსაცმლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან არ ვიცი ვინ მოიხმარდა. ვიცი ის, რომ მავნებელია ჯანმრთელობისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ახალ ტანსაცმელს ვყიდულობ".
,,პირადადად მე მეორად ტანსაცმელებს ბავშვობიდან ვყიდულობ. მეორადები მომწონს იმიტომ, რომ უცხოა. ბაზარში შემოტანილ უხარისხო თურქულ საქონელს მეორადის ხარისხიანი ტანსაცმელი მირჩევნია. გარეცხვის გარეშე არასდროს ვიცვამ ამ ტანსაცმელს, რადგან ცუდი სუნი აქვს და მეორეც ცუდი შეგრძნებაა."
,,მეორადების ხშირი მომხმარებელი ვარ. რაც შეეხება საცვლებს, მას მეორადებში არასდროს შევიძენ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არ ყიდულობს, მაგრამ ვთვლი რომ ეს ტყუილია, რადგან ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია. მგონია რომ ეს ტანსაცმელი იწვევს სხვადასხვა დაავადებას და თუ საგულდაგულოდ არ გავრეცხე და დავაუთოე, ვერაფრით ვერ ჩავიცვამ."
საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთ გამყიდველს გაესაუბრა და შეეცადა გაერკვია რა გზას გადის მეორადი ტანისამოსი დახლზე მოხვედრამდე.
როგორც ლალი აფხაიძე ამბობს, მეორადი საქონელი არაბების საწყობიდან მოდის. ხოლო თავად არაბებს მეორადი საქონელი ევროპის ქვეყნებიდან: გერმანიიდან, ავსტრიიდან და იტალიიდან შემოაქვთ. მოვაჭრეები საქონელს კილოგრამობით ყიდულობენ, მისი ფასები 10 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, იყო შემთხვევებიც, როცა გაცილებით ძვირიც გადაუხდია.
რაც შეეხება იმას, რამდენად უსაფრთხოა მეორადი ტანსაცმლის ტარება და უტარდება თუ არა მას აუცილებელი დეზინფექცია, მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ საქონელი აბსოლუტურად უსაფრთხოა და დეზინფექცირებული, თუმცა მსგავსი მტკიცებები მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება. მათივე თქმით, საქონელი დეზინფექციას იმ ქვეყნებშივე გადის, საიდანც შემოაქვთ და ამაზე სპეციფიკური სუნიც მეტყველებს.
,,ვიცი, რომ ტანსაცმელი შეწამლულია, დეზინფიცირებულია. უკმაყოფილო კლიენტი, რომელსაც რაიმე დაავადება გასჩენოდა აქ შეძენილი ტანსაცმლის გამო, არ მყოლია. პირადად მე გაურეცხავიც ჩამიცვამს, მაგრამ ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ შემქმნია," - ამბობს ლალი აფხაიძე.
მეორადი ტანსაცმლის მოხმარების რისკებთან დავაშირებულ საკითხებზე topnews.com.ge ექიმ-დერმატოლოგ, კლინიკა "შალინის" ხელმძღვანელს ვერა ბედინაშვილს გაესაუბრა.
რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ტანსამლის მოხმარებამ?
მეორადი ტანსაცმელი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით არის დამუშავებული, ამიტომ დაავადების გადასვლის რისკი გამომდინარეობს იქედან, რომელმა ქვეყანამ რამდენად ხარისხიანად დაამუშავა ის. მეორადი ტანისამოსის მოხმარება იწვევს კანის უამრავ დაავადებას, პირველ რიგში, სოკოვან ინფექციებს, კანის დერმატიტების გავრცელებაცაა შესაძლებელი. ისეთ ძლიერ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ინგლისი, ტანსაცმელი თერმულად კარგადაა დამუშავებული, ამიტომ დაავადებების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
რა პროცედურების ჩატარებაა საჭირო მეორადი ტანსაცმლის გამოყენებამდე?
სახლის პირობებში საჭიროა ტანსაცმლის თერმული დამუშავება სპეციალური ხსნარებით, ანუ ერთჯერადი გარეცხვა არ არის საკმარისი. გარეცხვა უნდა მოხდეს 24 საათის განმავლობაში სპეციალური სხნარებით, რათა საბოლოოდ განადგურდეს ბაქტერიები. ნებისმიერი სახის სამოსი აუცილებლად უნდა დაუთოვდეს.
რეკომენდირებულია თუ არა მეორადებში საბავშვო ტანსაცმლისა და სათამაშოების შეძენა?
რა თქმა უნდა, რეკომენდირებული არაა. სათამაშოებიდან დაავადებების გავრცელების რისკი უფრო მაღალია. სათამაშოებიდან დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები ლორწოვან გარში ხვდება, რადგან ბავშვი მას პირით, ხელითა და ფრჩხილით ეხება.
რაც არ უნდა ითქვას მეორადი ტანისამოსის გამოყენების უარყოფით მხარეებზე, ფაქტი ერთია, რომ მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი დიდი წარმატებით ვითარდება. სავაჭრო სივრცეები დღითიდღე იზრდება და მაღაზიების რაოდენობაც იმატებს.
ნათია სვანიძე