Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ოქროს საწმისი'- ჰოსტელის ტიპის ახალი სასტუმრო ქუთაისში

თარიღი : 10-04-2016, 14:00 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, თაბუკაშვილის #4-ში ჰოსტელის ტიპის სასტუმრო ,,ოქროს საწმისი“ გაიხსნა. სასტუმროს პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ.

,,ოქროს საწმისი“ 120 ადამიანზეა გათვლილი. 40-ადგილიანი ნომრები სტუმრების მისაღებად მზად არის, ხოლო ჰოსტელის დანარჩენ ნაწილში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულება ზაფხულში იგეგმება.

ჰოსტელის მეპატრონის შერმადინ მიქელთაძის თქმით, სასტუმროში 40-მდე ადამიანი დასაქმდება და ერთი დღის ღირებულება 20 ლარი იქნება.

,,მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის სასტუმრო გაისნა ქუთაისში. ჰოსტელი გათვლილია საშუალო ბიუჯეტიან მომხმარებელზე. ასევე, ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ამ სასტუმროს მომსახურებით. რაც ყველაზე მთავარია, ქალაქში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენის მხრივ მხარს დავუჭერთ მსგავს წამოწყებებს და ყველა პროექტს, რომელიც ქალაქში ინვესტიციას განახორციელებს,"–განაცხადა შოთა მურღულიამ.

,,მისასალმებელია, რომ ქალაქს კიდევ ერთი ჰოსტელი შეემატა. ის გათვლილია ტურისტებზე და ასევე მოემსახურება ქალაქში ჩამოულ სპორტულ ჯგუფებს. აქ არის სათანადო გარემო იმისათვის, რომ სპორტსმენმა თავი კარგად იგრძნოს და მოემზადოს მომავალი შეჯიბრებისთვის. მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩვენის მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა,“-აღნიშნა დავით დვალმა.


ნანახია: 1633-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასტუმრომ ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო, თუმცა სატესტო რეჟიმში ერთი წელი იმუშავა, ამჯერად კი განახლებული სერვისებით დაიწყო
ქუთაისში 31-ე ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება, 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება.
სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
მშენებლობა, რომლის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია 2017 წელს დასრულდება.
სასტუმრო, რომელიც „ბაზისბანკის“ კრედიტით შენდება, 32 ოთახზეა გათვლილი და 60- მდე სტუმრის ერთდროულად მიღება შეუძლია. შენობაში
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე სულ 53 ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი გასცა.
შტაბის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოლებენ, არამედ მათ წინააღმდეგაც ვინც პორტირებულები არიან “ქართულ

ამინდი