Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ხუთი სოფლის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება განახლდა

თარიღი : 10-04-2016, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურა-ზოდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტებითი სამუშაოები განახლდა. მიმდინარე წელს სოფელ ზოდის მიმართულებით ასფალტის საფარის დაგება 3 კილომეტრსა და 300 მეტრზე მოხდება. მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა, ვითარებას ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160410121249.png


ჭიათურა-ზოდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოასფალტება ჭიათურის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს დაიწყო. პროექტი გარდამავალია და 2017 წელს დასრულდება. აღნიშნული საავტომობილო გზით ხუთი სოფლის: ზოდის, დარკვეთის მოხოროთუბნის, ზედუბნისა და პატარა ზოდის მოსახლეობა სარგებლობს.

გასული წლის მსგავსად გზის მოასფალტებით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.


ნანახია: 3906-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საგზაო
აღნიშნული გზის შეკეთებას,რომელიც 8 სოფლის მოსახლეობას ემსახურება, ჭიათურაში ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ.
სულხან მახათაძე ვითარებას ადგილზე გაეცნო და იქ მცხოვრებ მოსახლეობასაც გაესაუბრა.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა

ამინდი