Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიზნესმენი ახლო ხედით'-ფატი გრიგოლავა

თარიღი : 10-04-2016, 09:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა. რუბრიკის მორიგი სტუმარია კომპანია ,,გურმანი"-ს დირექტორი ფატი გრიგოლავა.


კომპანია "გურმანი" 20 წელია რაც ქუთაისის ბაზარზე არსებობს. ის სამი მიმართულებით მუშაობს და 200 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. ამჟამად ,,გურმან"-ში 100-მდე ადამიანია დასაქმებული და ქუთაისის მასშტაბით 4 საფირმო მაღაზიას ფლობენ.

,,თავიდან ოჯახური ბიზნესი გვქონდა, ჩემი მამამთილი ამზადებდა კერძებს სადღესასწაულო სუფრებისთვის და ქალაქში საკმაოდ ცნობილი თონეც ჰქონდა. მისი მამაც ამ საქმიანობით ყოფილა დაკავებული. როგორც ამბობენ, როცა სტალინი დასავლეთში ჩამოდიოდა, კერძებს უმზადებდა, თუმცა იქეთ არ მიყვებოდაო. გარკვეული დროის შემდეგ ჩემმა მეუღლემ გააგრძელა საქმიანობა და ჩვენს ახლანდელ პარტნიორ იროდი სახოკიასთან და ჯენიმი გოქაძესთან ერთად, 1995 წელს, კუთვნილ ფართში გახსნეს საწარმო ხორცპროდუქტების მიმართულებით. საქმეში 2008 წლიდან, ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩავერთე. მალევე გადმოვედით წერეთელზე, თან კომპანიამ მინელიიუმის გრანტი მოიპოვა და მთლიანად აღიჭურვა ახალი დანადგარებით. 2010 წლიდან დავამატეთ ძეხვეულის ახალი ხაზი, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჰოლანდიელი ტექნოლოგი ვინ კლევერი დაგვეხმარა და ამის შემდეგ დაემატა წარმოებას ნამცხვრების ხაზი.

ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩემი მეუღლე აღარ იქნებოდა და ამიტომ, ჩემი ამ საქმიანობაში ჩართვაც უნებურად მოხდა. ამჟამად კომპანია აწარმოებს ყველა იმ პროდუქტს, რაც ქართული და განსაკუთრებით იმერული სუფრისთვისაა საჭირო.

ვცხოვრობ აქტიური, საქმიანი ცხოვრებით. ,,წლის ბიზნესი 2015"-ზე ,,გურმანი" 12 გამარჯვებულ კომპანიას შორის მოხვდა. ეს დიდი პატივია ჩვენთვის და ველოდით კიდეც "გურმანის" საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე, აქტიურად ვერთვებით ქალაქში მიმდინარე სხვა საინტერესო პროექტებშიც. გარდა საქმიანი ცხოვრებისა, ვზრდი შვილიშვილებს, რადგან ჩემი შვილი და სიძე ამერიკაში ცხოვრობენ. ძალიან მიყვარს ყვავილები.დატვირთული საათების შემდეგ მათი მოვლა მამშვიდებს, ამიტომაც ვცდილობ ჩემი ყვავილების კოლექცია მუდმივად განვაახლო,"-განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში ფატი გრიგოლავამ.

ფატი გრიგოლავას, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ჩემი პირველი სამსახური იყო
- 25 წლის ასაკში საკონტროლო ანალიზების ლაბორატორიაში დავიწყე მუშაობა ნახევარ განაკვეთზე. ეს არ იყო სამსახური ხელფასისთვის, დავდიოდი რომ მქონოდა გარკვეული გამოცდილება. თუმცა უნდა ითქვას, რომ 20 წელი გავატარე ამ სამსახურში და ძალიან ბედნიერადაც მახსენდება.
პირველი ხელფასი იყო 40 ლარი ნახევარ განაკვეთზე მუშაობის.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო - სამედიცინო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული. კვალიფიკაციის ამაღლება და ექიმად მუშაობა ვეღარ გავაგრძელე ოჯახური მდგომარეობის გამო, თუმცა ამ გადასახედიდან აუცილებლად შევიცვლიდი პროფესიას და ბიზნესის მართვას შევისწავლიდი საფუძვლიანად.

სამსახურში მივდივარ 10-11საათზე. სამუშაოს დასრულების საათი სხავადასხვაა,შეიძლება გვიანაც გავიდე.

სამსახურში დღეს ვიწყებ- ჩემს მენეჯერთან და ბუღალტერთან ერთად ვგეგმავთ დღეს და სამომავლო საქმეებს.

როცა პენსიაზე ვიქნები - ალბათ ჩემი შვილები გააგრძელებენ საქმეს ისე, როგორც მე მინდა და მე ვიმოგზაურებდი თუ შესაძლებლობა მექნებოდა რა თქმა უნდა. ახლაც, მაისის თვეში იერუსალიმში მივდივარ შვილთან ერთად.

ყველაზე მეტად მეშინია ღმერთის, რომელსაც ვთხოვ,რომ შვილები და ოჯახის წევრები მყავდნენ კარგად და საქმეში არაფერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდეს.

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა - ვაკეთებ იმას, რაც მინოდა და მინდა. არასდროს არ ვყოფილვარ მეოცნებე.

კარიერის მისაღწევად საჭიროა საფუძვლიანი ცოდნა, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და ხედვა, რომელიც მთავარია ბიზნესის კეთებისას. თუ ხედვა გაქვს, შეიძლება არაფრისგან შექმნა საქმე, ისე როგორც "გურმანი" შეიქმნა.

საყვარელი სადღეგრძელო- საქმიდან გამომდინარე ხშირად მიწევს შეხება ქართულ სუფრასთან და სადღეგრძელოებიც მიყვარს-მეგობრობის, სიყვარულის და მშვიდობის. ვფიქრობ, მეტი არცაა საჭირო.

ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტით, ტელევიზიით და ადამიანებთან ურთიერთობებით.

ახლა ვკითხულობ- ამ ბოლოს ხშირად ვყიდულობ საეკლესიო წიგნებს. ასევე, ენციკლოპედიებს ბავშვებვებისთვის. რაც შეეხება კითვას, ამ ბოლო დროს აქ თუ მექნება დრო და რასაც წავიკითხავ, თორემ სახლში ამისთვის ვეღარ ვიცლი.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი - ვიცხოვრებდი საქართველოში და ვიმოგზაურებდი ყველგან.

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ სახლში.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა სპორტით დიდად არ ვარ გატაცებული,თუმცა ჩემს შვილიშვილს უყვარს ფიგურული სრიალი და ალბათ,მეც მაგიტომ მომწონს. ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა და ჩემი შვილებიც ცეკვავენ.

საყვარელი ფილმი - ახლა დრო ნაკლებად მაქვს სპეციალურად ფილმების საყურებლად რომ გამოვყო. ადრე ძალიან მიყვარდა ,,ქარწაღებულნი" და მომწონდა სკარლეტი.


ნანახია: 4081-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
გიგა ჩხობაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას, topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ბიზნესმენი ახლო ხედით . რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და
„ბიზნესბლიცი“- ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომელიც იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ topnews.com.ge-მ დაიწყო.
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი