ხარაგაულში 9 აპრილს დაღუპულთა განახლებული მემორიალური დაფა ოფიციალურად გაიხსნა
თარიღი : 9-04-2016, 20:35 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულში, 9 აპრილის სახელობის სკვერში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოში 27 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სპეციალურად ამ დღისათვის ხარაგაულში 9 აპრილს დაღუპულთა განახლებული მემორიალური დაფა ოფიციალურად გაიხსნა.
9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმნაშვილმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ.მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს დღე, რომელსაც დიდი ტრაგედია და ასევე დიდი გამარჯვება მოჰყვა.
9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას საგალობლებით პატივი მიაგეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მგალობელ ბავშვთა გუნდმა(რეგენტი თორნიკე ბაკურაძე) და კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა ,,უბისი“. მხატვრული ოსტატობით ლექსი წაიკითხა მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ თათია ჭიპაშვილმა.
დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი).
27 წლის წინ ამ ავბედით დღეს,საქართველოს დამოუკიდებლობას 21 ადამიანი შეეწირა, რომელთა შორის უმეტესობა ქალი იყო. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლული 2000-მდე მომიტინგე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ტრაგედიის, ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.