წყალტუბოს 'თავისუფალი დემოკრატები': 9 აპრილი თაობების ტკივილია
თარიღი : 9-04-2016, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები

"თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს რაიონულმა ორგანიზაციამ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. ორგანიზაციის წევრებმა ადგილზე სანთლები დაანთეს და ქართველი ერის ცხოვრებაში 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი და არა მხოლოდ ამ დღეს. დღეს კი სიმბოლურად დაღუპულთა მემორიალთან სანთლები დავანთეთ, სურათები გამოვფინეთ და ბანერი გავაკეთეთ, რათა გვახსოვდეს, რომ ეს არის თაობების და არა ერთი ეპოქის ტკივილი," - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიზო ბანძელაძემ.