ვანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თარიღი : 9-04-2016, 18:46 | კატეგორია: ახალი ამბები

დღეს ვანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი.
დღესვე 9 აპრილის მემორიალთან გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.