ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ტრადიცია და 9 აპრილს შეწირულთა გახსენება ქუთაისში
თარიღი : 9-04-2016, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები

9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და დეპუტატებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ქუთათელ გაენათელმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა. მემორიალთან დავით დვალი ტრადიციულად შვილთან ერთად გამოცხადდა.

"დღევანდელი დღე არის სევდანარევი სიამაყის დღე, სიამაყის დღე იმიტომ, რომ ქართველმა ერმა ერთიანობის დიდი მაგალითი აჩვენა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ძალიან დიდი დანაკარგის ფასად. აუცილებელია ყველა თაობას გადავცეთ ამ დღის შინაარსი, რათა ყველამ იცოდეს და არ გახუნდეს ამ დღის არსი არავისთვის,"-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
მარუსა ხურციძე