27 წლის წინ მომხდარი ტრაგედია ჭიათურაში ლექსებით და ქართული სიმღერებით გაიხსენეს
თარიღი : 9-04-2016, 18:23 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურაში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ქართველი გმირები გაიხსენეს.
მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს ცხრა აპრილის სკვერში მდებარე მემორიალი. 9 აპრილს დაღუპულ ქართველ გმირთა უკვდავსაყოფად მემორიალთან მამა გიორგი წერეთელმა პანაშვიდი გადაიხადა.
სკვერში შეკრებილ მოსახლეობას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ სიტყვით მიმართა. გამგებელმა 9 აპრილს განვითარებულ ტრაგედიასა და ქართველი ახალგაზრდების გმირობაზე ისაუბრა. 27 წლის წინ მომხდარი ტრაგედია სკოლის მოსწავლეებმა ლექსებითა და ქართული სიმღერებით გაიხსენეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.