თერჯოლის ხელისუფლებამ 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო
თარიღი : 9-04-2016, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო ბუსკივაძემ, თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თადარიგის ავიაციის პოლკოვნიკმა გიორგი ლილუაშვილმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გმირთა სულების მოსახსენებლად დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა გადაიხადა პარაკლისი, რის შემდეგაც გაიმართა კონცერტი თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის აღსაზრდელთა მონაწილეობით.
9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.