Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიზნეს-უბანი-'აია ბიზნეს-ჯგუფის' მასშტაბური პროექტი ქუთაისში

თარიღი : 9-04-2016, 17:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ქუთაისში ახალი ტიპის ბიზნეს კვარტალი-ბიზნეს უბანი ეწყობა, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით საქართველოს არც ერთ ქალაქში არ არის. პროექტს „აია ბიზნეს ჯგუფი“ ახორციელებს.

როგორც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა ამბერკი დვალიშვილმა განაცხადა, პროექტის განხორცილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის მთავარ შემოსასვლეად ნიკეას ქუჩა დასახელდა და აღნიშნული ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია გადაწყდა.

,,ნიკეას ქუჩა ხდება ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი და ამიტომაც, ამ სტარტეგიულ ქუჩაზე უნდა იყოს მსგავსი ტიპის კვარტალი,“ -განაცხადა ამბერკი დვალიშვილმა.

სად შენდება აღნიშნული ბიზნეს კვარტალი?

კვარტლის მშენებლობა დავიწყეთ ნიკეას ქუჩა #8-ში იქ, სადაც ადრე კომპანია ,,აია“-ს უალკოჰოლო სასმელების წარმოება ჰქონდა. ესაა 1ჰ და 3000კვ ტერიტორია. მთლიანად მოხდა ამ ტერიტორიის მოსწორება. დარჩა მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომლის გამოყენებაც ამ ეტაპზე საჭიროებისამებრ შეიძლება.

ჩვენ მივმართეთ ქუთაისის მერიას, საკრებულოშიც გადაგზავნილია ოფიციალური წერილი და ველოდებით მის განხილვას. მოლაპარაკებები ქუთაისის მერიასთან უკვე დასრულებულია. ჩვენ ქალაქს გადავცემთ საკუთრებაში მიწის ნაკვეთს, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლება ააგებს სამანქანო გზას. ტერიტორიის აზომვა უკვე მოხდა ქალაქის არქიტექტურის სამსახურის მიერ. ეს გზა დააკავშირებს ნიკეასა და ლომოურის ქუჩებს. ვფიქრობ, არც არავინ იქნება საკრებულოზე ამის წინააღმდეგი, რადგან ესაა ძალიან კარგი პროექტი ქალაქისთვის და მისი განვითარებისთვის.
http://topnews.com.ge/photo/news/20160409175505.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160409175606.png


როგორ მოეწყობა ტერიტორია?
ტერიტორიაზე მალე მოიხსნება მესერი ორივე ქუჩიდან და უკვე ყველას ექნება წვდომა. იქ არის სკვერი, რომელიც ისევ დასავენებელ ადგილად დარჩება. პროექტის მონახაზი მე თითონ გავაკეთე. როცა კვარტალი აშენდება, იქაც იქნება შიდა გზები და შეეძლებათ ყველა ინდივიდუალურად მიადგეს თავის ობიექტს. შესაძლებელი იქნება ჩაიდგას ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობა ნებისმიერი დანიშნულებისთვის, უბრალოდ გარკვეულ სტანდარტებში უნდა ჩაჯდნენ.

დაწესდება თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვა ბიზნეს- კვარტალის ტერიტორიაზე?
მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ იყიდონ, იქირაონ ან იჯარით აიღონ ტერიტორია და ინდივიდუალური პროექტებით ააშენონ ფართები. არის მხოლოდ სიგრძე-სიგანის შეზრუდვა, სიმაღლე თავისუფალია. შეზღუდვა იქნება იმიტომ, რომ მანქანებმა თავისუფლად იმოძრაონ შენობებს შორის და ასევე, თავისუფლად გადაადგილდნენ ფეხით მოსიარულეები. ყველას ექნება თავის მისადგომი, შენობის სიფართე იქნება 8მ, ხოლო გზის- 6. ზოგს რჩება ორი ვიზუალი,ზოგს სამი და ფასებიც ვიზუალების მიხედვითაა.

რა ფასები ექნება მიწის ნაკვეთებს ბიზნეს კვარტალის ტერიტორიაზე?
1 კვ.-ის ფასი დაიწყება 60$-დან და 150$-ის ჩათვლით იქნება. ასევე, მომხმარებლებს ვთავაზობთ ერთ წლიან უპროცენტო განვადებას უშუალოდ კომპანიასთან. შესაძლებლობა იქნება ფართები შეძინონ 40 კვ-დან. ტერიტორია გათვლილია როგორც მცირე, ისე დიდი ბიზნეს კომპანიებისთვის. აქ შეუძლიათ საწარმოს ჩადგმაც თუ კი სტანდარტებში ჩაეტევა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160409175639.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160409175708.png


თქვენი სამომავლო ბიზნეს საქმიანობები თუ უკავშირდება აღნიშნულ ტერიტორიას?
რა თქმა უნდა, გარკვეულ ტერიტორიას ჩვენც ვიტოვებთ საკუთებაში. იქ იქნება ავტომობილების სადგომი, ღია კაფეები. შენობებსაც ავაშენებთ და შემდეგ გავყიდით ან გავაქირავებთ. შეიძლება იყოს საფირმო მაღაზიებიც. იქნება რადენიმე სკვერი. ასევე, ვაპირებთ 35-დან 50კვ-მდე 3- სართულიანი შენობის ჩადგმას და გაქირავებას-გაყიდვას.

გამოჩდნენ თუ არა უკვე ბიზნეს კვარტალში ტერიტორიის შეძენის მსურველები?
რამდენიმე პიროვნებამ უკვე შეიძინა ტერიტორია. სამი ინდივიდუალური პირია,მიმდინარეობს მოლაპარაკება მეოთხესთანაც. ასევე არის საკუთრებაში არსებული ოფისის მესამე სართულის შეძენის მსურველი.

როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ფასი რამდენად მისაღებია ქუთაისისთვის?
ფასი არის ძალიან დაბალი. პრობლემა ესაა სწორედ,რომ ქუთაიში ღირებულება არაფერს არ აქვს. აქაური ბიზნესმენების ქონებას ფასი არ აქვს. ასეთი ტერიტორია თბილისში რომ იყოს, მსგავს კვარტალში და მსგავს სტრატეგიულ ადგილას ფართს100$-ად ვერ იქირავებ.

აღნიშნული პროექტის განხორციელების გარდა, რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?
კიდევ გვაქვს სხვა პროექტი, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორებთან და ინვესტორების მოძიების პროცესში ვართ. არაა აუცილებელი ინვესტორი უცხოელი იყოს. თუმცა, ამ პროექტის შესახებ ჯერ არ ვახმაურებთ,დაველოდებით მოვლენათა განვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე : 579 24 45 45


ნანახია: 2306-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერთან არსებული ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობისა და ბიზნესის განვითარებაა.
ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროექტის მეორე ტური 15 თებერვლიდან დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
მურღულიას თქმით, თბილისი-ზესტაფონი-სამტრედიიის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნიკეას ტერიტორია ქალაქის მთავარი
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე სულ 53 ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი გასცა.
შტაბის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოლებენ, არამედ მათ წინააღმდეგაც ვინც პორტირებულები არიან “ქართულ

ამინდი