თემურ ცამციშვილი: თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არ მთავრდება
თარიღი : 9-04-2016, 13:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლებმა ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან თემურ ცამციშვილთან ერთად მემორიალთან სანთლები დაანთეს. ცამციშვილის თქმით, დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" სახელით პატივი მივაგეთ ამ დღეს გარდაცვლილებს. თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არ მთავრდება არასდროს და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიაროთ მუდმივად. 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი მოვლენაა და ჩვენი ვალია კარგად ვისწავლოთ ჩვენი ისტორია,"- განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.