Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სისხლიანი 9 აპრილის 27-ე წელი

თარიღი : 9-04-2016, 10:15 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
27 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ტრაგედიიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. 9 აპრილი საბჭოთა კავშირის სივრცეში იყო უნიკალური პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც საბჭოთა იმპერიას საფუძველი შეურყია, თბილისის ტრაგედიის შემდეგ, იგივე განმეორდა ბაქოსა და ვილნიუსში, რაც კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისად იქცა. 9 აპრილი იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება, ტრაგედიის შემდეგ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა იტყვის: „ისტორიაში დგება დიდებული წამები, როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი წარსდგება უფლის წინაშე“.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.

9 აპრილთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. დღის განმავლობაში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გეგმავენ. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან გვიან ღამით, სანთლებითა და ყვავილებით იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები.
http://topnews.com.ge/photo/news/20160409101030.png


ნანახია: 1026-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცამციშვილის თქმით, დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი ეროვნული ტრაგედიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება. აპრილი ჩვენს
კონცერტი ქუთაისში 19:00 საათზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე გაიმართება.

ამინდი