Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ერთად დავიწყოთ სიყვარულით! წამმზომი ჩაირთო,'-კობა ჩიხლაძის მიმართვა ახალგაზრდებს

თარიღი : 8-04-2016, 18:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდი" ქვეყნის მასშტაბით, ოფისების გახსნას აგრძელებს. ფონდის საქმიანობაში ძირითადად ახალგაზრდები არიან ჩართული, ხოლო თავად ორგანიზაცია აქცენტს ქვეყანაში არსებული პრობლემების წამოწევაზე, ხელისუფლებისგან აღნიშნულ პრობლემებზე რეაგირების მოთხოვნასა და საქართველოს განვითარების საქმეში ახალგაზრდა თაობის ჩართულობაზე აკეთებს.

ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს "საქართველოს განვითარების ფონდის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე. ჩიხლაძე ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს ვერც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნით გააკვირვებ ვინმეს და ვერც ლამაზად გაწყობილი აღმშენებლობითი გეგმებით. მით უმეტეს, ჩვენ, ახალგაზრდებს ხალხის ნდობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს. ყველა გმირი ვერ ვიქნებით, მაგრამ პატრიოტებად ყოფნა ყველას შეგვიძლია. ვერც ერთი სიძულვილით დაწყებული საქმე ვერ აღორძინდება. საქართველო მელოდიაა, რომელიც ერთად უნდა ვიმღეროთ. ჩვენ უნდა მკაცრად განვსაზღვროთ, რისთვის გვინდა ვიყოთ თავისუფალი, ან რისგან. პატრიოტიზმი კიდევ ემოციების ბრახა-ბრუხი კი არა, ქვეყნისთვის მთელი ცხოვრების მიძღვნაა. მე მომწონს, როცა ადამიანი ამაყობს იმ ადგილით, სადაც დაიბადა და ცხოვრობს, მაგრამ უფრო მომწონს, ის ადგილიც ამაყობდეს იმ ადამიანებით, რომლებიც იქ დაიბადნენ და ცხოვრობენ.

საქართველო მანამ იქნება ძლიერი, სანამ აქ მამაცი და ჭკვიანი ადამიანები იქნებიან. საქართველო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა; იგი მორალური და პოლიტიკური ერთობაა, რომელშიც ადამიანები ერთიანდებიან თავისუფლების ინსტიტუციონალიზაციის, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მთავრობის და ადამიანების თანასწორობის პრინციპით. საქართველო ან ვნებიანი იდეაა, ან არაფერი; ან ძმობაა, ან ქაოსი. გაერთიანებით ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ფეხზე, გათითოკაცებით - ვეცემით. თუ გრცხვენია საკუთარი დროშის ფერების ქვეშ დადგომა, ჯობია, სხვა დროშა ეძებო. ჩემი გული კი მხოლოდ წითელი და თეთრი ფერის ქვეშ ძგერს.

ზოგჯერ იდეალისტს მეძახიან. ამიტომაც ვარ ქართველი. ეს ადგილი მხოლოდ მაშინ იქნება ჩვენთვის ყველაზე კარგი, როცა ჩვენ თვითონ ვაქცევთ მას ასეთად. მარტო ვერცერთი მთავრობა (ერთი კია არა, ასი) ვერ გვიშველის. ყველაზე მეტად გვჭირდება სამშობლოს სიყვარული, პატრიოტები, რომლებიც ქვეყნისადმი ერთგულებას მის განვითარებაზე ფიქრით გამოხატავენ. ცუდია ქართველი, ვისაც არ ესმის, ყველგან ადამიანები როგორ ზრუნავენ თავიანთ კერაზე, საკურთხეველზე, დროშაზე და სამშობლოზე.

ჩვენ იმდენი ხანია თავისუფლად ვგრძნობთ თავს, შეიძლება დაგვავიწყდეს, რად დაგვიჯდა რწმენის და გენეტიკის შენარჩუნება. პატრიოტიზმის გაგება ადვილია საქართველოში. ეს ნიშნავს, საკუთარი თავის ძებნას საკუთარი ქვეყნის პრიზმაში. გონებით კარგად მესმის, რომ საქართველო არ არის სხვა ქვეყანაზე უკეთესი. ემოციურად - ის ჩემთვის საუკეთესოა.
წინ ბევრი საინტერესო გეგმა და პროექტია. წინ ქვეყნის სიყვარული, განვითარების და უკეთესად ყოფნის დიდი სურვილია. საქართველო კი თავის საუკეთესო დროს კარგა ხანია ელოდება. შემოგვიერთდით! ქუთაისი თამარ მეფის #21 პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდი,ერთად დავიწყოთ სიყვარულით! წამმზომი ჩაირთო!," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1768-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდი ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე მოსახლეობას სიყვარულის დღეს ულოცავს.
საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლები დღესვე, ბაზრობებზე დასაქმებულ ქალბატონებს ესტუმრნენ და ქალთა დღე მიულოცეს.
პაატა ბურჭულაძე ქუთაისში მოსახლებას შეხვდა.
ბურჭულაძე ქუთაისში საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციის ოფისსაც გახსნის.
ის პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“ იწყებს.
კობა ჩიხლაძე ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს. Topnews.con.ge მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი