Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანელმა ახალგაზრდებმა 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს

თარიღი : 8-04-2016, 17:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ვანის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, „9 აპრილის სკვერი“-ს მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

ბავშვები თავიდანვე აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში და მთლიანად გაწმინდეს ნარჩენებისგან დაბინძურებული ტერიტორია.

დღის ბოლოს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა სალომე ფახურიძემ მადლობა გადაუხადა ბავშვებს აქციაში აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა: „მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს, ჩვენ კიდევ უფრო ინტენსიურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს მთელი ქალაქის დასუფთავების საქმეში და ვაჩვენებთ ყველას თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს სისუფთავეზე ზრუნვას.“

აქვე გაცნობებთ, რომ ხვალ 9 აპრილს 12:00 სთ–ზე „9 აპრილის სკვერში“ ამავე სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.

NS


ნანახია: 1988-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის

ამინდი