Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ფერმერთა ეროვნული კონგრესისთვის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

თარიღი : 8-04-2016, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით- ,,ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მცირე ფერმერთა მხარდაჭერა“.

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს პროექტის ფარგლებში გასამართი მეორე ეროვნული კონგრესისათვის მოსამზადებელი შეხვედრა შედგა. კონგრესი 2016 წლის 2 ივნისს, თბილისშია ჩანიშნული.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე "ელკანას" წარმომადგენლებმა სამ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრეს, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, ბაზრებზე ხელმისაწვდომობა და საინვესტიციო რესურსების ხელმისაწვდომობა მცირე მეწარმეთა და ფერმერთათვის.

,,ვფიქრობ, კონგრესზე მოხვედრა მნიშვნელოვანია ფერმერებისათვის,რათა მათ პირადად ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. ჩვენი მიზანიც ეს არის- ხელი შევუწყოთ ეფექტურ დიალოგს ფერმერებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის,“ -განაცხადა საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში "ელკანას" პროექტების მენეჯერმა რუსუდან თაბუკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამართულ პირველ ეროვნულ კონგრესზე ფერმერთა 44- პუნქტიანი მიმართვის შემუშავება მოხდა, რომელთაგან 22 პუნქტი სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2016 წლის სტრატეგიაში უკვე გათვალისწინებულია.

,,ფერმერულ საქმიანობას ვეწევით ზესტაფონის რაონის სოფელ როდინაურში. ამჟამად ჩართულები ვართ ორ პროექტში-სახელმწიფო პროექტში ,,დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც უკვე დავასრულეთ 12 ჰ-ზე კაკლის ნერგების დარგვა და მეორე-,,პინ“-ის დაფინანსებით ზესტაფონში ვხსნით რძის საწარმოს. ამისათვის ,,პინი“ მოგვაწოდებს საჭირო დანადგარებს. ვფიქრობთ, რომ ავითვისებთ ადგილობრივ ბაზარს. ამ სფეროში გარკვეული პრობლემები არის, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის კუთხით და ვიმედოვნებთ,გამოსწორდება,“-განაცხადა ფერმერული გაერთიანება ,,ზესტაფონური“-ს დირექტორმა მიხეილ ჭანკოტაძემ.

ფერმერთა მეორე მოსამზადებელი შეხვედრა ქუთაისის გარდა უკვე ჩატარდა ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში. ასევე, მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება იმერეთის 8 რეგიონში და თითოეული შეხვედრიდან აირჩევენ კონგრესზე გამომსვლელ დელეგატებს.

ზემოთჩამოთვლილი საკითხების განხილვის გარდა, შეხვედრისას ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროექტის შესახებ, რომლის მიზანს საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება წარმოადგენს. კონგრესი რუმინეთში გაიმართება, რომელზე მოხვედრა ქართველ ფერმერებსაც შეეძლებათ.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1608-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, დახმარებას იმერეთის 163 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს იმერეთის რეგიონში164 292 ფერმერი ისარგებლებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა
დღეისათვის საქართველოში სამრეწველოდ დარაიონებული, დაპატენტებულია თხილის 12 ჯიში.
გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2

ამინდი