ბაღის მშენებლობაზე მომუშავე ხელფასების გარეშე დარჩენილი მუშები პასუხისმგებლობას ქუთაისის მერიას აკისრებენ
თარიღი : 8-04-2016, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, #37-ე ბაგა-ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ბაღის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაასრულეს, თუმცა ხელფასები კვლავ აუღებელი აქვთ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ინფორმაციით, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ქალაქის მერიამ თანხა გადაურიცხა, თუმცა ფული დასაქმებულებამდე არ მისულა. კუთვნილი ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირები კი პასუხისმგებლობას ქალაქის ხელმძღვანელობას აკისრებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი საეჭვო ტიპის კომპანიები ტენდერებში არ უნდა იმარჯვებდნენ.
თავის მხრივ, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ შესრულებული სამუშაოსთვის თანხა მიიღო. დასაქმებულების ხელფასების გარეშე დარჩენის მიზეზი კი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის უცნობია.