'მინდა ვიპოვო ჩემი საფლავი',-ქუთაისში 9 აპრილს დაღუპულებსა და რეპრესირებულებს გაიხსენებენ
თარიღი : 8-04-2016, 11:49 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ქუთაისში, ხვალ, 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და 1937 წელს რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებები მუხნარის ტყიდან დაიწყება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მუხნარის ტყეში მდებარე რეპრესირებულთა მემორიალს მოინახულებენ. აქვე მოხდება დია ჩიანელისა და 60 დახვრეტილი მღვდვლის ხსოვნისადმი პატივის მიგება.
მუხნარის ტყიდან ღონისძიების მონაწილეები ქუთაისის კულტურის ცენტრში გადაინაცვლებენ, სადაც რეპრესირებულ პირებზე გადაღებული, რეზო ჩხეიძის ბოლო ფილმის „ის, რაც მახსოვს“, ჩვენება გაიმართება.
14:00 სთ. _ დია ჩიანელისა და 60 დახვრეტილი მღვდილის საფლავების პატივგება და პარაკლისი (მუხნარის ტყე);
14:30 სთ _ ლიტერატურული კომპოზიცია: „მინდა ვიპოვო ჩემი საფლავი...“ (მაია ასათიანი) (მუხნარის ტყე);
15:00 სთ. _ ფოტო გამოფენა და დოკუმენტრუი ფილმის ჩენება რეზო ჩხეიძის ცხოვრებაზე „ის რაც მახსოვს...“ რეჟისორი კოტე ვერულაშვილი (კულტურის ცენტრი).