Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის საკრებულომ მუნიციპალიტეტის დროშისა და გერბის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

თარიღი : 8-04-2016, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) საუკეთესო პროექტების შესარჩევად მიმდინარე წლის 7 აპრილს კონკურსი განმეორებით გამოაცხადა.

კონკურსის პირობების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, საკონკურსო კომისიის წევრების გარდა.

კონკურსი ტარდება ერთ ტურად, ხოლო გერბის და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

• ჰერალდიკური მემკვიდრეობა;
• ტერიტორიიის ისტორიული მემკვიდრეობა;
• ტერიტორიის გეოგრაფიული მდგებარეობა;
• ადმინისტრაციული ერთეულის მახასიატებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

-გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშვალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

-საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თიოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა -დახასიათება.

-წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი(კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

-კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს , რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისთვის.

-კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორისათვის დაწესებულია პრემია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საკონკურსო პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 15 მაისი.

საკონკურსო კომისიის მისამართია ქ.თერჯოლა ან. ჭანტურიძის ქ. №7.

• გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
• გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ-კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
• დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თერჯოლა“.


ნანახია: 2611-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გერბისა და დროშის კონკურსში გამარჯვებული პროექტი, თერჯოლაში მცხოვრებ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტს ანანო რობაქიძეს ეკუთვნის.
ქუთაისში თანამედროვე ტურისტული ატრაქციების შექმნისათვის საუკეთესო საპროექტო იდეების შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა.
ახალი გამგებელი გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნება და მისი ანაზღაურება 2 650 ლარი იქნება.
კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა გაასაჯაროვეს.
მერიაში მუშაობის მსურველებს ასევე, ქართული ენის ძალიან კარგად ფლობას სთხოვენ.

ამინდი