Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უპრეცენდენტო პროექტს ჰპირდება წერეთლის უნივერსიტეტი სტუდენტებს უსარგებლო სტუდბილეთების სანაცვლოდ?

თარიღი : 8-04-2016, 11:12 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სტუდენტური ბარათი სტუდენტთა საგანმანათლებო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. აღნიშნულ ბარათს თბილისში მცხოვრები სტუდენტები აქტიურად იყენებენ იქნება ეს ტრანსპორტით მგზავრობა, სხვადასხვა მაღაზიის მიერ გამოცხადებული ფასდაკლებებითა თუ კონოთეატრებით სარგებლობა.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რა დანიშნულება აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მსგავსი ტიპის ბარათს, რომელსაც სტუდენტის ბილეთი ეწოდება.

Topnews.com.ge აღნიშნულ თემაზე რამდენიმე სტუდენტს ესაუბრა, რომელთაც თავიანთი სახელის საჯაროდ დაფიქსირებაზე უარი განაცხადეს. მათივე თქმით, ისინი მსგავს თემებზე ხმამაღლა საუბარს უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით ერიდებიან.

,,სტუდენტური ბილეთი მხოლოდ და მხოლოდ დევს საფულეში. ხანდახან ადგილის გათავისუფლების მიზნით თუ ამოვიღებ ხოლმე. ბარათს არც რაიმე დანიშნულება აქვს და არც ვიზუალით ვარ კმაყოფილი. მისი გამოყენება არც ტრანსპორტში შემიძლია და არც სტუდენტური ფასდაკლებებით ვსარგებლობ“.

,,გვინდა გვქოდეს ისეთი სტუდენტური ბარათები, რომლებსაც სხვადასხვა კურსებზე და ტრენინგებზე გამოვიყენებთ. მობილურ ტელეფონზე ხშირად მომდის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ სტუდენტებისთვის ფასდაკლებებია, თუმცა ჩვენი ბარათი ამისთვის არ გამოდგება".

,,სტუდენტის ბილეთი სახელად გვაქვს. დაგვირიგდა, მაგრამ არაფერში გამომიყენებია. მისი გამოჩენა სირცხვილიც კია,"-ძირითადად ამგვარია სტუდენტების პათოსი იდეაში სასარგებლო სტუდენტურ ბილეთთან დაკავშირებით.

სტუდენტური ბილეთის ფუნქციებზე, მის დიზაინსა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ Topnews.com.ge სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კახა კუპატაძეს ესაუბრა.

როგორც კუპატაძე ამბობს, სტუდბილეთის პირველი დატვირთვა ის არის, რომ მისი მეშვეობით სტუდენტს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. ის არ არის გარეშე პირი და მას შეუძლია ნებისმიერი მომსახურეობით სარგებლობა, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს, იქნება ეს საბიბლიოთეკო, კომპიუტერული ცენტრის თუ ა.შ.

მოქმედ ბრძანებაში სასწავლო პროცესის ორგანიზებულად წარმართვის შესახებ, ნათქვამია, რომ სასწავლო კორპუსებში სტუდენტდა დაშვება სტუდბილეთის გარეშე უნდა აიკრძალოს. თუმცა მსგავსი ინიციატივა ჯერ არ განხორციელებულა. როგორც კახა კუპატაძე განმარტავს, ამ ყველაფრის ადმინისტირება რთული პროცესია და დიდ დროს მოითხოვს.
ადმინისტაციის ხელმძღვანელი სტუდენტთა პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ისინი საქალაქო ტრანსპორტში სტუდბილეთებს ვერ იყენებენ შემდეგნაირად პასუხობს:

,,ეს ძალიან რთული თემაა, ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში არის კერძო სამართლის სუბიექტი. ჩემი ინფორმაციით, მერია ვერ ჩაერევა მათ საქმიანობაში. თუ ტრანსპორტი იქნება მუნიციპალურ დაფინანსებაზე, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება სახელმწიფო სტრუქტურასთან და შესაბამისად, სტუდენტებიც ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით,"-აცხადებს კუპატაძე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარეობს ახალ პროექტზე მუშაობა, რომელიც უპრეცენდენტო იქნება საქართველოში. მისი თქმით, უნივერსიტეტს სურს ტრანსპორტის მომსახურეობის შესყიდვა ისე, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებს შორის ავტობუსი მოძრაობდეს, რომლითაც მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტები ისარგებლებენ. როგორც კუპატაძე ამბობს, სტუდბილეთს აქ მთავარი დანიშნულება ექნება.

,,გვინდა, რომ ეს პროექტი სექტემბრისთვის განხორციელდეს, თუ ამ ვადაში ვერ მოხერხდება, მაშინ იანვრიდან აუცილებლად შევძლებთ. მართალია, ამით ყველა ვერ ისარგებლებს, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია პროექტის დახვეწა,"-განაცხადა კუპატაძემ.

სტუდბილეთის დიზაინის შესახებ სტუდენტთა უკმაყოფილების გათვალისწინებით, წერეთლის უნივერსიტეტში ახალი პროექტის წამოწყების ალბათობის შესახებაც ისაუბრეს. სტუდენტთა დაინტერესების შემთხვევაში, გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფები მიიღებენ. კონკურსის ფარგლებში,სტუდენტები თავად შექმნიან სტუდბილეთის სასურველ დიზაინს. მთავარი მოთხოვნა კი შემდეგია: სტუდბილეთი უნდა იყოს კრეატიული და პროექტი ხარჯტევადი.
გამარჯვებულ სტუდენტებს შესაძლოა დაუფინასდეთ სწავლის გადასახადის გარკვეული ნაწილი ან სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში მოხდეს მათი სამუშაოზე მოწყობა.
ახალი პროექტების განხორციელებამდე კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩვეული დანიშნულებით მოუწევთ სტუდბილეთების გამოყენება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 3953-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრენინგს სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება. "ტოპნიუსის" ინფორმაციით,
ამ ეტაპზე, საცხოვრებელში დაახლოებით 15 სტუდენტი ცხოვრობს.
უნივერსიტეტში ამჟამინდელი მონაცემებით 10 000-მდე სტუდენტი სწავლობს, თუმცა მათგან 2753 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.

ამინდი