Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მდინარე ყვირილაზე ბაღდათი-ზესტაფონის დამაკავშირებელი ახალი ხიდი აიგება

თარიღი : 8-04-2016, 10:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და პირველ მოადგილე პაატა ნადირაძესთან ერთად, ზესტაფონი–ბაღდათის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ახალი პროექტი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
http://topnews.com.ge/photo/news/20160408104949.png

პროექტის მიხედვით, მდინარე ყვირილაზე 115 მ. სიგრძისა და 11 მ. სიგანის (ორმხრივი ) ახლი ხიდის აგება იგეგმება, რომლის მშენებლობაც დაჩქარებული წესით დაიწყება. ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მისი გამოყენება არა მარტო ბაღდათი–ზესტაფონის, არამედ შემოვლითი გზით სარგებლობის დროსაც იქნება შესაძლებელი.

ახალი ხიდის აგების შემდეგ ძველი ხიდის დემონტაჟი მოხდება. პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


ნანახია: 1976-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხიდის აღდგენამდე კი, ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე.
მდინარე ჩხარამ შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე რამდენჯერმე დააზიანა.
იმერეთის რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის

ამინდი