Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სანამ თეიმურაზ ცამციშვილი განაჩენის წასაკითხად კომპეტენტურ იურისტს დაიხმარს, ჩვენ განვუმარტავთ რა პრეტენზია აქვს ქუთაისის მერიას მის მიმართ"

თარიღი : 7-04-2016, 19:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია "გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებას პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, ასევე განცხადებით პასუხობს.

"სანამ თეიმურაზ ცამციშვილი განაჩენის წასაკითხად კომპეტენტურ იურისტს დაიხმარს, ჩვენ განუმარტავთ თუ რა პრეტენზია აქვს ქუთაისის მერიას მის მიმართ. რაც შეეხება ზეწოლას, ბატონ ცამციშვილს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ეს თემა არ გამოადგება. მას არც პოლიტიკური წონა აქვს და არც თემა, რომელსაც სათავისოდ გამოიყენებს," - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

ცამციშვილის მტკიცებით, 2014 წელს მის მიმართ აბსურდული ბრალდებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც მას სასამართლომ 6 380 ლარის გადახდა დააკისრა და აღნიშნულ ჯარიმას იხდის, თუმცა ცამციშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მას მერიისგან წერილი დამატებითი თანხის მოთხოვნით მიუვიდა. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ცამციშვილი მოცემულ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისათვის იყენებს.

"№088118014 სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით თეიმურაზ ცამციშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მოქალაქე გიორგი გაბიძაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით. თეიმურაზ ცამციშვილს სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო გიორგი გაბიძაშვილს სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აგრეთვე ჩამოერთვა 9(ცხრა) თვით თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით №088118014 სისხლის სამართლის საქმეზე, მსჯავრდებულ თეიმურაზ ცამციშვილის, მსჯავრდებულ გიორგი გაბიძაშვილის, მათი ინტერესების დამცველის ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილისა და პროკურორ დავით ლეპერტის საკასაციო საჩივრები განსახილველად არ იქნა დაშვებული, შესაბამისად ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; „სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად; „სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადით სამ წლამდე“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ თეიმურაზ ცამციშვილმა ინკრიმინირებული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობით, რითაც ქალაქ ქუთაისის მერიას მიადგა 5829,5 ლარის ზიანი, ხოლო გიორგი გაბიძაშვილის დანაშაულებრივი ქმედებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ააიპ „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას“ ჯამში მიადგათ 7746,16 ლარის ზიანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის პროცესში მონაწილე პირს მათ შორის დაზარალებულს აძლევს უფლებას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულებს თეიმურაზ ცამციშვილსა და ზურაბ გაბიძალშვილს არ დაკისრებიათ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მათ მიმართ განაჩენით დაკისრებული ჯარიმა გამოყენებულ იქნა უფრო მძიმე სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად.

ზემოთ მითითებული ზიანის მოთხოვნა და ამოღება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებაცაა და ამავდროულად ვალდებულებაც, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსის 2015 წლის 30 ნოემბრის N13/28-73885 მომართვის წერილს, რომლითაც მოთხოვნილია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მსჯავრდებულ თეიმურაზ ცამციშვილისა და გიორგი გაბიძაშვილის დანაშაულებრივი ქმედებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიყენებული ზიანის ამოღებასთან დაკავშირებით,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.


ნანახია: 2229-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
მერია მის ყოფილ თანამშრომელს თემურ ცამციშვილს სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდა და
როგორ ისჯება სამსახურებრივი გულგრილობა? ვინ შეიზლება აირჩეს მერად, გამგებლად ან საკრებულოს წევრად? რამდენს შეადგენს სამსახურში
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ დგვარელმა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ცამციშვილის
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com
ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი

ამინდი