Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისმა საქართველო-ლატვიის ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა

თარიღი : 7-04-2016, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს ქუთაისმა საქართველო-ლატვიის რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ლატვიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ლატვიის ქალაქ ჯელგავას მუნიციპალიტეტის მერი ანდრის რავინსი, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ლატვიის მხარის ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობდა.

მხარეებმა იმერეთისა და ზემგალის რეგიონების ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის თაობაზე ბიზნეს წინადადებები წარმოადგინეს. ასევე, ბიზნეს სესია გაიმართა, სადაც თემატური მიმართულებები იყო: საზოგადოებრივი ეკოლოგიური ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადება ლატვიაში, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება ლატვიაში და სოფლის მეურნეობის რჩევები ლატვიიდან.

ლატვიის ბიზნეს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების დამეგობრებასა და ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.


ნანახია: 957-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბიზნეს-ფორუმზე ლატვიის წარმომადგენლები ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ლატვიის მხრიდან მიწვევაც მიიღო. ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
დელეგაციაში ლატვიის ქალაქების მერები, მათი მოადგილეები და რამდენიმე საწარმოს ხელმძღვანელი არის წარმოდგენილი.
სტუმრები სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის ქუთაისის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან.
გვირილობის კვირეულის პროგრამის ფარგლებში, დღეს მუხრანის ტყეში იმერეთის მუნიციპალიტეტების ღონისძიებები მოეწყო.
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ამინდი