ჭიათურის გამგებელმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
თარიღი : 7-04-2016, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა თავდაპირველად ე.წ ქალაქის სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოასფალტების პროცესი მოინახულა. ამ მიმართულებით ასფალტის საფარის დაგება დასასრულს უახლოვდება. ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცხოვებაძის ქუჩაზეც იმყოფებოდნენ, სადაც შიდა ეზოებში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სულხან მახათაძე ვითარებას ადგილზე გაეცნო და იქ მცხოვრებ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც გამგებელმა დაათვალიერა ფრანგიშვილის ქუჩაა. ასფალტის საფარი დაგება მიმდინარე წელს აღნიშნულ ქუჩაზეც მოხდება. აღსანიშნავია, რომ ფრანგიშვილის ქუჩის მოასფალტება ბოლოს 70-იან წლებში მოხდა.
სამივე ინფრასტრუქტურულ პროექტზე სამუშაობას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ანხორციელებენ.