დუბაიში დასაქმების პირობით წაყვანილი და მოტყუებული მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ
თარიღი : 7-04-2016, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე მოქალაქეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ის ადამიანები მართავენ, რომლებიც მოქალაქე დიანა სოფრომაძე დუბაიში დასაქმების პირობით წაიყვანა, თუმცა შემდეგ პირობის შესრულება ვერ შეძლო.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ დუბაიში წასასვლელად 1 500 დოლარი გადაიხადეს. მათივე თქმით, დიანა სოფრომაძე ისინი უნდა დაესაქმებინა, თუმცა საქართველოდან სამუშაოდ წასული 35 კაცი იძულებული გახდა, 40-დღიანი ლოდინის შემდეგ, ისევ სამშობლოში დაბრუნებულიყო.
"40 დღე არაადამიანურ პირობებში ვიყავით. სოფრომაძეს დასაქმებაზე რომ ვეკითხებოდით, გვპასუხობდა: მაცადეთ, დავდივარ იმისთვის, რომ სამუშაო გიშოვოთ და წაგიყვანოთო. ვიზა მხოლოდ ერთთვიანი გვქონდა. ამიტომ ჯარიმები დაგვერიცხა. სამშობლოში რომ დავბრუნებულიყავით, დიანა სოფრომაძემ ჯარიმის თანხა გადაიხადა, მაგრამ ჩვენი 1 500 დოლარი არ დაუბრუნებია. მასთან დალაპარაკება გვინდა, მაგრამ სახლიდან არ გამოდის," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.