ქუთაისის 'ბებერი' ხიდები და მათი ისტორია

„მოდი, თეთრ ხიდზე რომ პიკასოს ბიჭი ზის, მასთან სურათი გადავიღოთ", -ფრაზა, რომელიც ყოველდღე შეიძლება გაიგონო თუკი რიონის პირს, თეთრ მოაჯირზე ხელჩაკიდებული გაყვები.
„თეთრი ხიდი“-ადგილი, სადაც თავს იყრის ათასობით ადამიანის, ათასობით ათასგვარი მოგონება. ადგილი, რომელიც დიდი ხანია ქუთაისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.
საიდან იწყება ხიდების ისტორია, ერთი ნაპირის მეორესთან დამაკავშირებლის, ერთი ეპოქიდან მეორეში გადასასვლელი გზის?.
ქალაქის ორ ნაპირს ჩაბღაუჭებული თეთრი ხიდი ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი 1851 წელს აგებულა. მის აგებას ქალაქის ორივე ნაწილი ერთმანეთთან დაუახლოვებია.თავდაპირველად ხიდს ორი ქვის საყრდენი ჰქონდა, რომელზედაც გადებული იყო ხის სამმალიანი საღოვანი კონსტრუქცია ხის მოაჯირითა და სავალი ნაწილით.
„თეთრ ხიდი“ ყოველთვის როდი სპეტაკობდა. თავდაპირველად მას რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზის სახელი, ნიკოლოზ პირველის საპატივცემულოდ უწოდეს. 1872 წელს, როცა ხიდის ლითონის ნაწილები და მოაჯირი თეთრად შეღებეს, სახელიც შეუცვალეს და „თეთრი ხიდი“ დაერქვა.

ქუთაისს ფერადი ხიდები შეყვარებია და გადაუწყვიტავს მისი ხელის გულიდან ხელისგულამდე გადასასვლელ გზაზე ამჯერად წითელი ხიდი გაედო.
XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, ქალაქის ხელმძღვანელობას საფრანგეთში შეუკვეთია ლითონის ხიდი, რომელიც 1862 წელს დაუმონტაჟებიათ. ლითონის ხიდზე დაუყენებიათ ლითონის მოაჯირები, რომლებიც წითლად შეულესიათ. სწორედ ამიტომ ეწოდება მას „წითელი ხიდი“, თუმცა მანამ, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მის ადგილას ხის ხიდი ყოფილა და იგი რიონის აზვირთებულ ტალღებს დაუნგრევია.

და მდინარეს ხიდები რომ ვერ ვაკმარეთ, დღეს „რუსთაველის“ სახელით ცნობილი ხიდი დავაშენეთ ზედ. ისტორიაში იგი როგორც თეთრსა და წითელ ხიდებს შორად არსებული ხიდი, ისე მოიხსენიება. ის 1965 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა და მდინარე რიონზე გადამდგარ მე-5 ხიდად შეირაცხა.
ქუთაისის ხიდების ყველაზე ბებერი წარმომადგენელი არაერთხელ უხსენებიათ უცხოელ მოგზაურებს თავიანთ მოგონებებში. თუ ძალიან მოვინდომებთ, მასთან ახლოს, მდინარის ნაპირებზე ჯერ კიდევ შევამჩნევთ მისი ძველი გვერდების გადმონაშთს. ხიდი, რომელიც ჩვენს ქალაქში „ჯაჭვის ხიდადაა“ წოდებული, თავდაპირველად მდინარე რიონზე ქვიტკირის თაღებიანი ხიდი ყოფილა. იგი მე-8 საუკუნეში აუგია დასავლეთ საქართველოს მეფეს ლეონ მეორეს. XIX საუკუნის 50-იან წლებში ძველი ხიდი ახალი ხიდის საბაგიროდ გადაუკეთებიათ, დაკიდებული ხიდების პრინციპზე. ასე დაერქვა მას „ჯაჭვის ხიდი“.

ხიდები ბევრია, უფრო მოცულობითი კი მათი ისტორია. ისინი რეკონსტრურდებიან, მაგრამ ახალ სხეულში ბებერ სულებს მაინც ინარჩუნებენ, იმ სულებს, საუკუნეების წინათ დიდებული მოვლენების მომსწრენი რომ გამხდარან. ასაკის მიუხედავად კი ამ მოვლენების გახსენებით არ იცვითებიან, არ იღლებიან ისევე, როგორც ის ბიჭუნა, თეთრ ხიდზე რომ ჩამომჯდარა და უცვეთი სიხარულით რომ ელოდება ყველა მგზავრს მის ქუდში, მასთან ახლოს.
მარუსა ხურციძე