"პერსონალური, პოლიტიკური ბრძოლა დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ"
თარიღი : 7-04-2016, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"ახალი პოლიტიკური ცენტრის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი მის მიმართ მიდმინარე პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" ქუთაისის ოფისი დღიდან დაარსებისა აქტიურად მუშაობს ქუთაისში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენ ვხვდებით ადამიანებს, ვუსმენთ მათ, ვიგებთ მათ პრობლემებს და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემების წარმოჩინებით მათ დახმარებას.
როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე თვეში, ჩვენ მოვახერხეთ საშიში გავმხდარიყავით ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. იმის ნაცვლად რომ ებრძოლონ პრობლემებს და დაკავდნენ რელური საქმით, დაიწყეს პერსონალური, პოლიტიკური ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ.
2012 წელს ჩემს მიმართ აბსურდული ბრალდებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შედეგად 2015 წელს სასამართლომ დამაკისრა ჯარიმის სახით 6380 ლარის გადახდა ქ. ქუთაისის თვითმმართველობისათვის. 2015 წელს, აღსურლების ეროვნული ბიუროს მიერ, სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის მე184 მუხლის შესაბამისად აღნიშნული თანხა განწილვადა და დამევალა მისი ეტაპობრივად 12 თვის მანძილზე გადახდა. მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ მიმაჩნია, მე ვემორჩლები კანონს და ვასრულებ სასამართლოს და სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილებას.
აღსაღნიშნავია, რომ განწილავადების შესახებ გადაწყვეტილება მიღბული იქნა საღსრულებო ბიუროს მიერ, ცალმხრივად, ქ. ქუთაისის მერიის ნების მიუხედავად. რასაც ითვალისწინებს კიდეც სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 184 მუხლი.
დღეს, როდესაც მე თანხის ნახევარი უკვე დავფარე და კვლავ ვაგრძელებ თანხის გადახდას, ქ. ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას სახელით მომივიდა წერილი, სადაც ის ითხოვს ჩემს მიერ 6380 ლარის გადახდას.
1) გაუგებარია რომელი 6380 ლარის გადახდას ითხოვს, რადგან ამ თანხის დიდი ნაწილი უვკე დაფარულია.
2)ქ. ქუთაისის მერიას არ აქვს უფლება მოითხოვოს თანხის ერთიანად გადახდა, ეს სააღსრულებო ბიუროს პრეროგატივაა. კარგი იქნება თუ ადგილობრივი ხელისუფალი გაეცნობა კანონმდებლობას.
გასაკვრია საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქის მერის ასეთი სამარცხვინოდ დაწვრილმანება, თუმცა ამ ყველფერში მთავარი მაინც არის ზეწოლა, რომელსაც ცდილობს ბატონი მურღულია. ბატონი მერი გამიზნულად ცდილობს უკანონოდ მოახდინოს ზეწოლა ჩვენზე, რათა ჩვენ შევწყვიტოთ ხალხთან კონტაქტი, რათა ნაკლები პრობლემები შეექმნას მის ხანგრძლივ ყოფნას მერის სავარძელში.
მივმართავ ქუთაისის მერს- მოეშვას კანონდარღვევით, უღირსი დაწვრილმანებით ჩვენზე ზეწოლის მცდელობას, რადგან მიუხედავად მისი მცდელობისა არავინ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას. არაფერი შეცვლის იმას, რომ 16 აპრილს, 3 საათზე, "ახალი პოლიტიკური ცენტრი" გამართავს დამფუძნებელი ყრილობას თბილისში, ფილარმონიის დარბაზში. არჩევნების გზით ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში არაფრისკეთების და პოლიტიკური დევნის მანკიერ ტრადიციას," - ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია კი აცხადებს, რომ 6 380 ლარი, რომელსაც თემურ ცამციშვილი იხდის, მას სასამართლოსგან პატიმრობის სანაცვლოდ დაეკისრა, რაც შეეხება დამატებით თანხას, როგორც მურღულია განმარტავს, დამატებითი თანხით ადგილობრივი ხელისუფლება ცამციშვილის მიერ ქალაქისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.