Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისს ლატვიის დელეგაცია სტუმრობს

თარიღი : 6-04-2016, 19:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისს ლატვიის 30-კაციანი დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციაში ლატვიის ქალაქების მერები, მათი მოადგილეები და რამდენიმე საწარმოს ხელმძღვანელი არის წარმოდგენილი. დელეგაცია ქუთაისის მერს შეხვდა, ხოლო შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი 7 აპრილს დაგეგმილ საქართველო-ლატვიის ეკონომიკურ ფორუმს შეეხო. ასევე, ისაუბრეს საქართველო-ლატვიის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე.

"ჩვენ გვინდა ამ ნაბიჯით გავაღოთ კარები ბიზნესისთვის. ჩვენი ამ შეხვედრის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ იქნება უფრო მეტი ტურისტული ვიზიტები. იმედი მაქვს, რომ ვიზიტები იქნება ორმხრივი,"- განაცხადა ქალაქ იელგავას მერმა ანდრის რავინსმა.

"ჩვენ გვაქვს სტრატეგია ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვქონდეს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებთან და ერთ-ერთი არის ელგავა, ლატვიის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი. ეს ფორუმი ჩვენი მეგობრობის დასაწყისი არის, ამიტომ ეს არის ბოლო წლების ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიება, რაც კი ქუთაისში გამართულა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 1924-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლატვიის ბიზნეს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების დამეგობრებასა და ბიზნეს
ბიზნეს-ფორუმზე ლატვიის წარმომადგენლები ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრეწველობის
სტუმრები სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის ქუთაისის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან.
შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშროლბაზე ისაუბრეს

ამინდი